ნოვოროსიისკ-ტამანის ოპერაცია

ნოვოროსიისკ-ტამანის ოპერაცია — სამხედრო ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წლის 10 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე. მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის მხრიდან ჩრდილო კავკასიის ფრონტის ჯარები (სარდალი გენერალი პ. პეტროვი), შავი ზღვის ფლოტი (სარდალი ვიცე-ადმირალი ლ. ვლადიმირსკი) და აზოვის სამხედრო ფლოტილია (სარდალი კონტრ-ადმირალი ს. გორშკოვი)

წითელი არმიის მიზანი იყო ტამანის ნახევარკუნძულზე გერმანელთა ჯარების განადგურება. გერმანელებს ნახევარკუნძულზე შექმნილი ჰქონდათ ღრმად ეშელონირებული თავდაცვა, ე.წ. ცისფერი ხაზი. განსაკუთრებით გამაგრებული იყო ნოვოროსიისკი, რომელსაც იცავდა სამი გერმანული და ერთი რუმინული დივიზია. მთავარი დარტყმა უნდა განეხორციელებინა საბჭოთა ძალების მე-18 არმიას და შავი ზღვის ფლოტის დესანტს. 10 სექტემბერს დილით შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ნოვოროსიისკის ნავსადგურში შეიჭრნენ და სანაპიროზე სამი სადესანტო რაზმი გადასხეს, ერთი ცემესის უბის დასავლეთ სანაპიროზე, ორი კი ნავსადგურის დანაღმულ ნავმისადგომებზე. ხმელეთიდან დაიწყო მე-18 არმიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ჯგუფების შეტევა. 11 სექტემბერს გადასხეს დესანტის მეორე ეშელონი. იმავე დღეს შეტევაზე გადავიდნენ მე-9 არმიის, ხოლო 14 სექტემბერს 56-ე არმიის ჯარები. 16 სექტემბერს წითელმა არმიამ ქალაქი აიღო და 9 ოქტომბერს ქერჩის სრუტეს მიადგა.

ლიტერატურა რედაქტირება