ცემესის უბე, ნოვოროსიისკის უბე (რუს. Цемесская бухта; Новороссийская бухта) — შავი ზღვის უბე კავკასიის სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელწოდება მიიღო მასში ჩამავალი მდინარის ცემესის სახელის მიხედვით. სიგრძე 15 კმ, სიგანე შესასვლელთან 9 კმ, ცენტრალურ ნაწილში 4,6 კმ. სიღრმე 21-27 მ. სამხრეთ-დასავლეთი ნაპირები დაბალია, ჩრდილო-აღმოსავლეთი — ამაღლებული. სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. წარმოქმნილია სუჯუკის ცელათი და დოობის კონცხით. შემოდგომასა და ზამთარში იცის ძლიერი ქარი, — ბორა, რაც საშიშროებას უქმნის ნაოსნობას. გემებისათვის მოსახერხებელია. ცემესის უბის ნაპირზეა ქალაქი ნოვოროსიისკი. 1986 წლის 31 აგვისტოს ცემესის უბიდან გამოსვლის შემდეგ გემი „ადმირალ ნახიმოვი“ შეეჯახა ბალკერს „პეტრე ვასევს“, რის შედეგადაც „ადმირალ ნახიმოვი“ 7-8 წუთში ჩაიძირა. დაიღუპა 423 ადამიანი. კატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ დოობის კონცხზე დაიდგა სამახსოვრო ნიშანი.

ცემესის უბე
ცემესის უბე
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი უბე
უდიდესი სიღრმე 27 
სიგრძე 15 კმ
სიგანე კმ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება