ლერი ჭითანავა
ლერი ჭითანავა (დ. 30 სექტემბერი, 1949, სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი.
ლერი ჭითანავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1949 |
დაბადების ადგილი | ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | 1968-2006 |
ბიოგრაფია
რედაქტირებალერი ჭითანავა დაიბადა 1949 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში. 1974 წელს დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და 1982 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეცნიერების ინსტიტუტი. 1996 წელს აშშ-ში კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების ცენტრში დაამთავრა ადგილობრივი მმართველობის კურსი და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა ვაშაინგტონში - განხრით: ადგილობრივი მართვის სისტემების განვითარება.
შრომითი საქმიანობა დაიწყო ენგურის ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობაზე, მუშაობდა სამთო ინჟინრად „ენგურკაშხალმშენში". 1974-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალებში.
1979 წლიდან მუშაობდა აგრარულ სექტორში. იყო ზუგდიდის რაიონში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე, ინგირის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატის დირექტორი, ზუგდიდის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი. 1997-2002 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონის გამგებლად,[1] 2003-2004 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად.[2][3] 2004 წელს ლერი ჭითანავა დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. 2006-2007 წლებში იყო სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mayor of Zugdidi.
- ↑ New Governors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2/25/2024.
- ↑ State Plenipotentiary of the President of Georgia in Samegrelo-Zemo Svaneti.