ჭკადუაში
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ჭკადუაში — სოფელი და კურორტი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 340 მეტრი, ზუგდიდიდან 18 კმ.
სოფელი | |
---|---|
ჭკადუაში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭკადუაში |
კოორდინატები | 42°36′26″ ჩ. გ. 41°59′58″ ა. გ. / 42.60722° ჩ. გ. 41.99944° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 340 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1470[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჭკადუაშს ესაზღვრება დასავლეთით ზედა ეწერი და ჩხორია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და სამხრეთით კორცხელი.
ისტორია
რედაქტირებაჭკადუაში ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნიდან. ერთ-ერთი ვერსიით, სოფლის სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა „ჭკადუ-სგან“, რაც მეგრულად ნიშნავს მჭედელს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჭკადუ (მჭედელი) ხალხით ყოფილა დასახლებული და სოფელმა მიიღო სახელწოდება - ჭკადუაში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1470 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2021 | 932 | 1089 |
2014[1] | 1470 | 716 | 754 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 403.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II