საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი

სსრკ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი — დაარსდა 1952 წელს ქუთაისში ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სახელწოდებით. 1959 წელს ინსტიტუტი გადავიდა სოხუმში (კელასური) და ეწოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ამზადებდა კადრებს სუბტროპიკული მეურნეობებისათვის. ინსტიტუტს ჰქონდა დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების (ქართულ და რუსულ ენებზე) სექტორები, აგრეთვე მოსამზადებელი განყოფილება, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საზოგადოებრივი პროფესიათა ფაკულტეტები.

ლიტერატურა რედაქტირება