ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)
ნინო ზურაბის ასული ქაჯაია (დ. 27 იანვარი, 1957, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი.
ნინო ქაჯაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 იანვარი, 1957 (67 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მთარგმნელი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინო ქაჯაია დაიბადა 1957 წლის 27 იანვარს, თბილისში. სწავლობდა თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე.
1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, ქართული ენის სპეციალობით. თარგმნის ინგლისური, ფრანგული და რუსული ენებიდან. ნინო ქაჯაიას თარგმანები 1981 წლიდან სისტემატურად იბეჭდება სალიტერატურო პრესაში.
2007-2011 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – „გალას“ ჟიურის წევრი. ჰყავს ერთი შვილი.
გამოცდილება
რედაქტირება- „ახალგაზრდა კომუნისტი” (1975-1981).
- „ლიტერატურული საქართველო” (1981-2007).
- „ქომაგი” (1998-2001).
- „ქართული სიტყვა” (2002-2003).
- „24 საათი” (დამატება “დედაქალაქი”).
- ქალაქ თბილისის საკრებულო, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (2008 - დღემდე).
წიგნებად გამოცემული თარგმანები
რედაქტირება- ოსკარ უაილდი — „კრიტიკოსი, როგორც ხელოვანი“;
- მარსელ პრუსტი — „წიგნის კითხვა“ (თარგმნა სოფიკო ბენდიაშვილთან ერთად);
- ანდრე ჟიდი — „ხელოვნების საზღვრები“ (თარგმნა სოფიკო ბენდიაშვილთან ერთად);
- გიორგი კვინიტაძე — „მოგონებები“ (ორტომეული, თარგმნა ნონა გოგიჩაიშვილთან ერთად);
- გივი გაბლიანი — „ჩემი ცხოვრება“ (II ტომი);
- უილიამ გოლდინგი — „ბუზთა ბატონი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010, ISBN 978-99441-15-210-8;
- ჯულიან ბარნსი — „ფლობერის თუთიყუში“ გამომცემლობა „დიოგენე“, 2013, ISBN 978-9941-11-409-0;
- ხორხე ლუის ბორხესი — „შვიდი საღამო“ (გამომცემლობა „ინტელექტი“);
- თომას ვულფი — „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ (გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020, ISBN 978-9941-487-33-0);[1]
- ვაიოლეტ ოკლანდერი — „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ (გამომცემლობს „არტანუჯი“, 2021; თარგმნა მარიამ ქაჯაიასთან ერთად).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მოხედე შენს სახლს, ანგელოზო. „არტანუჯი“. artanuji.ge. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.