დიოგენე (გამომცემლობა)

ქართული გამომცემლობა
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიოგენე — ქართული გამომცემლობა. დაარსდა 1995 წლის 24 ოქტომბერს თამარ ლებანიძის, ოთარ ყარალაშვილის, გია ქარჩხაძისა და ბაკურ სულაკაურის მიერ.[1]

დიოგენე

ლოგო
სტატუსი აქტიური
დაარსდა 24 ოქტომბერი, 1995
დამაარსებელი თამარ ლებანიძე, ოთარ ყარალაშვილი, გია ქარჩხაძე, ბაკურ სულაკაური
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური საიტი https://diogene.ge/ka

არსებობის 28 წლის განმავლობაში „დიოგენემ“ გამოსცა ათასობით წიგნი, ჩაატარა მრავალი ლიტერატურული კონკურსი, აღმოაჩინა საინტერესო ქართველი და უცხოელი ავტორები და მთარგმნელები. გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასკოლო სახელმძღვანელოებია და წლების მანძილზე ამ მიმართულებით ასობით წიგნი აქვს შექმნილი, რომელთა უმეტესობას საქართველოს განათლების სამინისტროს გრიფი აქვს მინიჭებული.

ყველაზე მეტი წიგნი გამომცემლობას მხატვრული ლიტერატურის ჟანრში აქვს გამოცემული. აქ იგულისხმება როგორც ქართული პროზა და პოეზია, ასევე თარგმანები სხვადასხვა ენებიდან. „დიოგენეს“ წიგნებს სხვადასხვა წლებში არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მოპოვებული. არამხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა „დიოგენესთვის“ ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წლების მანძილზე გამოიცა როგორც ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ნაშრომები, ისე ეკონომიკის, ბიზნესისა, პიარისა და მენეჯმენტის დარგების სახელმძღვანელოები. საბავშვო წიგნებიდან აღსანიშნავია ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდასა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონის“ პირველი გადამუშავებული, ორიგინალთან შედარებული გამოცემები. გარდა საბავშვო მხატვრული ნაწარმოებებისა, „დიოგენემ“ გამოსცა რამდენიმე ენციკლოპედია და ატლასიც.

2011 წლის მაისში გამომცემლობამ საკუთარი წიგნის მაღაზია გახსნა. მაღაზიაში ქართულ და უცხოურ წიგნებთან ერთად, მკითხველს საშუალება ჰქონდა შეეძინა ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები. აქ ყოველკვირეულად იმართებოდა პრეზენტაციები, ფილმების ჩვენებები და სხვა ღონისძიებები. მაღაზიამ თავისი არსებობის მანძილზე 100-ზე მეტ ღონისძიებას უმასპინძლა.

„დიოგენეს“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი“, რომელმიც 2002 წელს ჩამოყალიბდა. მისი არსი ისაა, რომ მონაწილეებმა გარესამყაროსგან იზოლირებულად, შეზღუდული დროის განმავლობაში უნდა დაწერონ მხატვრული პროზის ნიმუში ჟიურის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად.[2] კონკურსი ბოლოს 2020 წელს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

გამომცემლობა „დიოგენემ“ და „ვიკიმედია საქართველომ“ ვიკიპედიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი კონკურსი გამართეს. გამომცემლობამ ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად გამოაცხადა კონკურსი ქართული ლიტერატურის თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო შეექმნა სტატიები ლიტერატურული ნაწარმოებების, მიმდინარეობების, ავტორებისა და ყველაფერზე იმის შესახებ, რაც ქართულ ლიტერატურას უკავშირდება. კონკურსი 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე გაგრძელდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ რამდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდნენ გამომცემლობის მიერ დაწესებული პრიზებით.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურული პრემია „საბა“[3]

რედაქტირება
  • 2004 — წლის საუკეთესო დებიუტი — თამარ ფხაკაძე, “სანამ დაგვიძახებენ”;
  • 2005 — წლის საუკეთესო დებიუტი — გელა ჩქვანავა, “კოლორიტები”;
  • 2009 — წლის საუკეთესო დებიუტი — ბაჩო კვირტია, „მატარებლის მოსვლამდე“;
  • 2010 — წლის საუკეთესო პროზაული კრებული — კოტე ჯანდიერი, „კონკიას ღამე“;
  • 2010 — წლის საუკეთესო პოეტური კრებული — ზვიად რატიანი, „ნეგატივი“;
  • 2010 — წლის საუკეთესო დებიუტი — მაკა ლდოკონენი, „ქიშმიშიანი ამბები“;
  • 2011 — წლის საუკეთესო დებიუტი — თამთა მელაშვილი, „გათვლა“;
  • 2011 — წლის საუკეთესო კრიტიკა — ნუგზარ მუზაშვილი, „გაქცევა ისტორიიდან“;
  • 2015 — წლის საუკეთესო თარგმანი — ხათუნა ცხადაძე, „პრაღის სასაფლაო“;
  • 2017 — წლის საუკეთესო თარგმანი — ხათუნა ცხადაძე, „ფუკოს ქანქარა“;
  • 2018 — წლის საუკეთესო თარგმანი — თამარ ჯაფარიძე, „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“.

ლიტერატურული პრემია „გალა“[4]

რედაქტირება
  • 2008 — წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი — მაია ბადრიძე, „უთვისებო კაცი“ (რობერტ მუზილი);
  • 2011 — წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი — ხათუნა ცხადაძე, „ვარდის სახელი“ (უმბერტო ეკო);
  • 2012 — წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი — თეა თოფურია, „გასაღვიძებელი ზღაპრები“;
  • 2012 — წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი — „დიოგენეს ბიბლიოთეკა“.
  • 2014 — ილიაუნის პრემია ზაზა ჭილაძეს უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება