გელა ჩქვანავა (დ. 1967, სოხუმი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი 2004 წელს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობს თბილისში დევნილის სტატუსით. ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია. 2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში. 2007-2009 წლებში გელა ჩქვანავას ნაწარმოებები დაიბეჭდა რუსულ ლიტერატურულ პერიოდიკაშიც.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2004 - ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში კოლორიტები : მოთხრობები / გელა ჩქვანავა .-თბილისი : დიოგენე, 2004 .- 380გვ.
  • 2002 - ლიტერატურული ასოციაცია „კვალის“ კონკურსი, მესამე ადგილი
  • 2002 - ლიტერატურული პრემია „პენ-მარათონი“, პირველი ადგილი
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მკვდარი ქვიშის უდაბნო : რომანი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 188გვ.. - ISBN: 978-9941-454-88-2
  • ფეისბუკზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 264გვ.. - ISBN: 978-9941-454-28-8
  • კოლორიტები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2004. - 380გვ.. - ISBN: 99928-953-9-X

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება