თამთა მელაშვილი
თამთა მელაშვილი (დ. 1979) — ქართველი მწერალი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.
თამთა მელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1979 (44–45 წლის) |
დაბადების ადგილი | ამბროლაური |
საქმიანობა | მწერალი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი |
ენა | ქართული |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თსუ |
კარიერა
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 2009 წელს გახდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სტიპენდიატი. 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
სამწერლო კარიერა
რედაქტირებაწერდა ბავშვობიდან. მისი დებიუტი ლიტერატურულ ვებ-პორტალზე მოთხრობის „ერთი და ორი“ გამოქვეყნებით შედგა, რომელიც 2006 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში „15 საუკეთესო მოთხრობა“ შეიტანა. 2009 წლის ამავე ანთოლოგიაში შევიდა მწერლის მორიგი მოთხრობა „სხვა ფერი“, რომელიც 2008 წელს გამომცემლობა სიესტამ კრებულის ფარგლებში გამოაქვეყნა.
2011 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი „გათვლა“, რომლისთვისაც მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის.[1] ასევე რომანს 2013 წელს მიენიჭა ფრანკფურტის გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრემია. 2015 წელს გამოქვეყნდა მისი მომდევნო რომანი „აღმოსავლეთით“. მწერლის მესამე რომანია „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელსაც მიენიჭა საბა საუკეთესო რომანისთვის.[2]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- გათვლა (2011; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) — საბა საუკეთესო დებიუტისთვის
- აღმოსავლეთით (2015; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- შაშვი შაშვი მაყვალი (2021; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) — საბა საუკეთესო რომანისთვის
მოთხრობათა კრებულები
რედაქტირება- მარინეს ანგელოზები (2017; წიგნები ბათუმში)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამთა მელაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამთა მელაშვილი — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- შოთა იათაშვილი. (4 იანვარი, 2016) თამთა მელაშვილის რომანი ვითომ ელენე დარიანზე. რადიო თავისუფლება.
- ირინე ბერიძე. (20 მაისი, 2021) ჯანყი რიონის ხეობაში: თამთა მელაშვილი „შაშვი შაშვი მაყვალი“. ინდიგო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პრემია საბას გამარჯვებულები და ნომინანტები 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-15. ციტირების თარიღი: 2022-03-18.
- ↑ პრემია საბას გამარჯვებულები და ნომინანტები 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-27. ციტირების თარიღი: 2022-03-18.