ხათუნა ცხადაძე
ხათუნა ცხადაძე (დ. 3 მაისი, 1973, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი.
ხათუნა ცხადაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1973 (51 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მთარგმნელი, მწერალი და ლექტორი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | გალა და პრემია „საბა“ |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებახათუნა ცხადაძე დაიბადა თბილისში, 1973 წლის 3 მაისს.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით.
1997 წელს ჟურნალ „ცისკრში“ დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ტონინო გუერას მინიატურები, იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები[1]. ამას მოჰყვა ალესანდრო ბარიკოს „ნოვეჩენტო: მონოლოგი“ და სხვა მოთხრობები.
„ვარდის სახელზე“ მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ხუთი წელიწადს თარგმნიდა. შემდეგ მთარგმნელმა გააგრძელა უმბერტო ეკოს წიგნების თარგმნა.
თარგმანები
რედაქტირება- იტალო კალვინო სადილი მწყემსთან ერთად (მოთხრობა), ცისკარი N12, 1997
- ჯანი როდარი წვიმის კაცუნა (მინიატურა), ცისკარი N12, 1997
- ნატალია გინცბურგი ვალენტინო (ერთი თავი რომანიდან), ცისკარი N12, 1997
- ტონინო გუერა მინიატურები (ფოტოსურათი, აყვავებული ალუბალი, მაღვიძარა, დროის ფერი), ცისკარი N12, 1997
- ალესანდრო ბარიკო ნოვეჩენტო: მონოლოგი (წინასიტყვაობა ალდო კასტელანისა) ცისკარი N7, 2001
- უმბერტო ეკო რა სწამს მას, ვისაც არ სწამს? (წერილები), ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრის გამოცემა, 2004, ISBN 89928-0-815-2
- უმბერტო ეკო ვარდის სახელი (რომანი), დიოგენე, 2011, ISBN 978-9941-11-225-6
- ანტონიო ტაბუკი მიაჩნია პერეირას (რომანი), ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012, ISBN 978-9941-15-661-8
- უმბერტო ეკო მტრის ხატის შექმნა და სხვა ტექსტები (ესსეები), იტალ. თარგმნეს ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა, დიოგენე, 2015, ISBN 978-9941-11-496-0
- პიერ პაოლო პაზოლინი ქუჩის ბიჭები (რომანი), დიოგენე, 2015, ISBN 978-9941-11-503-5
- პიერ პაოლო პაზოლინი ლუთერული წერილები (ესეები), საგა, 2016, ISBN 978-9941-08-091-3
- უმბერტო ეკო პრაღის სასაფლაო (რომანი), დიოგენე, 2016, ISBN 978-9941-11-528-8
- უმბერტო ეკო ფუკოს ქანქარა[2] (რომანი), დიოგენე, 2017, ISBN 978-9941-11-541-7
- იტალო კალვინო თუ ზამთრის ღამეს მოგზაური (რომანი), სულაკაური, 2018, ISBN 978-9941-23-889-5
- მელანია მაცუკო ვიტა (რომანი), სულაკაური, 2019, 978-9941-30-295-4
- უმბერტო ეკო რა სწამს ურწმუნოს? (წერილები), მთარგმნელების გამომცემლობა, 2024, ISBN 978-9941-8-6117-8
- უმბერტო ეკო როგორ ვიმგზავროთ ორაგულით (წერილები), მთარგმნელების გამომცემლობა, 2024, ISBN 978-9941-8-6118-5
შეფასება
რედაქტირებაპოეტმა და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ ასე შეაფასა უმბერტო ეკოს რომანების ხათუნა ცხადაძისეული თარგმანები:
„ერთმა მეგობარმა გონებამახვილურად შენიშნა: „სამწუხაროა, რომ ეკომ ქართული არ იცის და ხათუნა ცხადაძის თარგმანების წაკითხვის სიამოვნება არ გააჩნიაო“. ბატონი უმბერტოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ, ვინც იტალიური არ ვიცით, თუმცა მშობლიურ ენაზე წაკითხულის შეფასება და იქიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია, წარმოუდგენელია, არ აღგვაფრთოვანებდეს ხათუნა ცხადაძის კონგენიალურ თარგანებში აღმოჩენილი და დანახული ეს დიდებული მწერალი..[3]“
|
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- გალა (ლიტერატურული პრემია) წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი: უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ თარგმანისთვის, 2011
- ლიტერატურული პრემია „საბა”, წლის საუკეთესო თარგმანი: უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“[4], 2015
- ლიტერატურული პრემია „საბა”, წლის საუკეთესო თარგმანი: უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“, 2017
- იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი (Cavaliere dell'Ordine della Stella d'Italia (già Stella della solidarietà italiana) Tskhadadze Prof.ssa Khatuna)[5], 2020
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ცხადაძე, ხათუნა (მთარგმნ.)
- ↑ ფუკოს ქანქარა[მკვდარი ბმული]
- ↑ ეს უმბერტო ეკო ვიღაა?
- ↑ „საბას“ ლაურეატები 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-15. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Tskhadadze Prof.ssa Khatuna