ზვიად რატიანი

ქართველი მწერალი

ზვიად რატიანი (დ. 5 იანვარი, 1971) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი.

ზვიად რატიანი
დაბადების თარიღი 5 იანვარი, 1971(1971-01-05) (53 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა პოეტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზვიად რატიანი დაიბადა 1971 წლის 5 იანვარს თბილისში.

დაამთავრა თბილისის 190-ე საშუალო სკოლა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის (ინსტიტუტის) კავშირგაბმულობის ფაკულტეტი.

წლების მანძილზე მუშაობდა ლიტერატურულ ორგანიზაციებში, ამჟამად მუშაობს მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სისტემაში.

თარგმნის ინგლისურ და გერმანულენოვან პოეზიას (ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, სენდბერგი, ოდენი, ლოუელი, სტრენდი, უოლკოტი, სიმიკი, ჰინი, რილკე, ცელანი და სხვ.).

ზვიად რატიანის ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ და სხვა ენებზე.

ჰყავს ორი შვილი - ნინო და ლექსო.

ნამუშევრები

რედაქტირება
  • გამომიგონე, თბ. გამომცელობა ლომისი, 1993
  • ჩურჩულის გაკვეთილი, თბ. გამომცემლობა ლომისი, 1994
  • ჯიბის ჰაერი, თბ. ბაკურ სუკალაურის გამომცემლობა, 2000
  • გზები და დღეები, თბ. გამომცემლობა არეტე, 2005
  • ნეგატივი[1], თბ. გამომცემლობა დიოგენე, 2009
  • შენთვის შეიძლება[2], თბ. გამომცემლობა დიოგენე, 2015

თარგმანები

რედაქტირება
  • ტომას სტერნზ ელიოტილექსები, პოემები, თბ. „მერანი“, 1998
  • ტომას სტერნზ ელიოტი — უნაყოფო მიწა[3], თბ. გამომცემლობა ინტელექტი, 2013

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური კრებული“ წიგნისათვის „შენთვის შეიძლება“, 2016
  • ლიტერატურული პრემია „საბა“, ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური კრებული“ პოეტური კრებულისთვის „ნეგატივი“, 2010
  • ვაჟა-ფშაველას ფესტივალის პროზი წიგნისათვის „გზები და დღეები“, 2005
  • ჟურნალ „არილის“ პრიზი, ლექსისთვის „მიზნის გადანცვლება“, 2000
  • ლიტერატურული პრიზი „ბესტსელერი“ ლექსისთვის „მამა“, 1999
  • საქართველოს მწერალთა კავშირის პრიზები კატეგორიაში „წლის საუკეთესი პოეტური პუბლიკაცია, 1996 და 1998 წლებში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება