უილიამ კათბერტ ფოლკნერი (ინგლ. William Cuthbert Faulkner; დ. 25 სექტემბერი, 1897 — გ. 6 ივლისი, 1962) — ამერიკელი მწერალი მისისიპიდან, ნობელის პრემიის ლაურეატი. წერდა რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს, ესსეებსა და სცენარებს. მის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად გამოგონილ იოკნაპატოფას ოლქში ხდება, რომელიც მისისიპიში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ფოლკნერმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ხშირად საკმოდ რთული აღსაქმელია, ის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროზაიკოს-მწერლად ითვლება.

უილიამ ფოლკნერი
ინგლ. William Cuthbert Faulkner
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1897(1897-09-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბადების ადგილი ნიუ-ოლბანი, იუნიონის ოლქი, მისისიპის შტატი
გარდაცვალების თარიღი 6 ივლისი, 1962(1962-07-06)[19] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [7] [15] [16] [17] [18] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაიჰალია, მარშალის ოლქი, მისისიპის შტატი
დასაფლავებულია Oxford Memorial Cemetery[20]
საქმიანობა სცენარისტი, პოეტი, რომანისტი, ნოველისტი, დრამატურგი, საბავშვო მწერალი და მწერალი[17]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი ვირჯინიის უნივერსიტეტი და მისისიპის უნივერსიტეტი
ჟანრი სცენარი
Magnum opus ხმაური და მძვინვარება, სული რომ ამომდიოდა, აგვისტოს ნათელი, აბესალომ, აბესალომ! და ვარდი ემილისათვის
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[21] [22] , წიგნების ეროვნული პრემია[23] , პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, წიგნების ეროვნული პრემია[24] , ო. ჰენრის პრემია და უილიამ დინ ჰოუელზის მედალი
მეუღლე Estelle Oldham Faulkner[25]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ფოლკნერის წერის სტილი გამოირჩევა დიქციისთვის შერჩეული გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის მინიმალისტური სტილისგან კონტრასტით. ითვლება, რომ ფოლკნერი ერთადერთი ნამდვილი ამერიკელი მოდერნისტი პროზაიკოსი იყო 1930-იანებში, რომელმაც განაგრძო ექსპერიმენტული ტრადიცია ევროპელი მწერლებისა — ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი და მარსელ პრუსტი. მის ნამუშევრები თვალსაჩინო მაგალითია ისეთი ლიტერატურული ტექნიკის გამოყენების, როგორიცაა ცნობიერების ნაკადი, რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან თვალსაზრისი, და თხრობის დროთა ცვალებადობა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ.

დაიბადა ნიუ ალბანიში, მისისიპის შტატში, თუმცა 4 წლის ასაკში ოჯახი ქალაქ ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ოქსფორდი წარმოადგენს ქალაქ „ჯეფერსონის“, ლაფაიეტის ოლქი კი - იოკნაპატოფას ოლქის რეალურ მოდელს, სადაც ფოლკნერის რომანებისა და მოთხრობების უმრავლესობაში აღწერილი ისტორიები ვითარდება. ჩრდილოეთ მისისიპიმ ძალიან დიდი გავლენა იქონია ფოლკნერის პიროვნების განვითარებაზე. მისი დიდი პაპა — უილიამ კლარკ ფოლკნერი - კონფედერატთა არმიის პოლკოვნიკი და მთელ შტატში გავლენიანი ფიგურა იყო; მეთაურობდა რკინიგზის გაყვანის საკითხს; წერდა რომანებს. მანვე დაამკვიდრა ლიტერატურული ტრადიციები ფოლკნერების ოჯახში. სარწმუნოა, რომ სწორედ ის წარმოადგენს ფოლკნერის რომანების ერთ-ერთი გმირის, პოლკოვნიკ სარტორისის პროტოტიპს.

მიუხედავად იმისა რომ მისისიპის ძლიერი გავლენა მწერალზე უდავოა, მისი პირველი რომანი, „ჯარისკაცის ჯილდო“ (1926) ახალ ორლეანში ცხოვრების პერიოდში დაიწერა სადაც ახალგაზრდა მწერალი შერვუდ ანდერსონის მფარველობისა და გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

1929 წელს ფოლკნერმა იქორწინა ესტელ ოლდჰემზე და მასთან ერთად ოქსფორდს დაბრუნდა. 1930 წელს ახალდაქორწინებული წყვილი საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად რომელიც ფოლკნერმა იქვე, ოქსფორდში შეიძინა და მათ ოჯახს ეკუთვნოდა 1972 წლამდე - მანამ სანამ უილიამის და ესტელის ქალიშვილი, ჯილი, მას მისისიპის უნივერსიტეტს მიჰყიდდა. სახლისა და მასში არსებული ავეჯის იერსახე დღემდე შენარჩუნებულია. დღემდე შესაძლებელია კედლებზე ფოლკნერის მიერ გაკეთებული წარწერების გარჩევა. უმეტესობა მათგანი რომან „იგავში“ განვითარებული მოვლენების შესახებ ჩანიშვებს წარმოადგენს.

30იან წლებში ფოლკნერი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად სადაც სცენარისტად მუშაობდა. აქ დაუმეგობრდა იგი რეჟისორ ჰოუარდ ჰოუკსსა და სცენარისტ ა.ი. ბეზერაიდსს; მსახიობებს - ჰემფრი ბოგარტსა და ლორენ ბოქალს.

გარდაიცვალა 1962 წელს გულის შეტევით, 64 წლის ასაკში, მისისიპის შტატში.

1920-იანი წლების დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ფოლკნერმა 13 რომანი და არაერთი მოთხრობა გამოაქვეყნა. სწორედ ამ ნამუშევრებმა განაპირობა 52 წლის ასაკში მისთვის ნობელის პრემიის გადაცემა. ასეთ მცირე დროში ფოლკნერმა განსაცვიფრებელი ნაყოფიერება გამოავლინა და დაწერა ისეთი დიდი რომანები, როგორებიცაა ხმაური და მძვინვარება (1929), სული რომ ამომდიოდა (1930), აგვისტოს ნათელი (1932) და აბესალომ, აბესალომ! (1932).

1931 წელს გამოვიდა ფოლკნერის მოთხრობების პირველი კრებული ეს 13, რომელშიც მისი თითქმის ყველა ცნობილი და მნიშვნელოვანი მოთხრობა შევიდა. მათ შორის იყო „ვარდი ემილისათვის“, „წითელი ფოთლები“, „იმ საღამოს მზე“ და „მშრალი სექტემბერი“. მისი მოთხრობებისა და რომანების მოქმედებები ძირითადად იოკნაპატოფას ოლქში ხდება, რომელიც გეოგრაფიულად მისი მშობლიური ლაფაიეტის ოლქის იდენტურია. იოკნაპატოფა ფოლკნერის „სავიზიტო ბარათია“ და უამრავი კრიტიკოსის მიერ ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ გამოგონილ სამყაროდ მიიჩნევა. ფოლკნერის სამი რომანი, ქალაქი, სოფელი და სახლი, ცნობილი როგორც სნოუპსების ტრილოგია, ქალაქ ჯეფერსონსა და მის შემოგარენს ასახავს, სადაც სნოუპსების დიდი ოჯახი, ფლემ სნოუპსის მეთაურობით, ხალხში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის იბრძვის.

მისი მოთხრობა „ვარდი ემილისათვის“ იყო პირველი, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე ჟურნალ ფორუმში გამოქვეყნდა, თუმცა თავდაპირველად მკითხველის დიდი ყურადღება ვერ დაიმსახურა. ხელახლა გადასინჯვისა და გამოცემის შემდეგ კი მან ნელ-ნელა პოპულარობა მოიპოვა და სწორედ ეს მოთხრობა მიიჩნევა ფოლკნერის კარიერის აღმასვლის საწყის წერტილად.

ჯილდოები

რედაქტირება

1949 წელს ფოლკნერი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს „ამერიკულ რომანებში მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის“. ჯილდო მას 1950 წელს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცეს, იმ წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ბერტრან რასელთან ერთად. ფოლკნერს ეჯავრებოდა ის ცნობადობა, რაც მას პრემიის მიღებამ მოუტანა. ჯილდოსადმი მისი არაკეთილგანწყობილება იმდენად დიდი იყო, რომ მისმა 17 წლის ქალიშვილმა ფოლკნერის წარმატების შესახებ სკოლის დირექტორისგან შეიტყო.

ნობელის ფონდიდან მიღებული თანხის ერთი ნაწილი ფოლკნერმა ახალგაზრდა მწერლების მხარდამჭერი ფონდის ჩამოყალიბებაში დახარჯა, მეორე ნაწილით კი ახლომდებარე რასტის კოლეჯის აფროამერიკელ მასწავლებლებს განათლების მიღებაში დაეხმარა. 1951 წელს საფრანგეთის მთავრობამ ფოლკნერს საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა.

შედარებით „მცირემასშტაბური“ რომანებისათვის ფოლკნერმა ორჯერ მიიღო პულიცერის პრემია: პირველად ეს მოხდა 1955 წელს, როდესაც მისმა რომანმა „იგავმა“ მიიღო ჯილდო, მეორედ კი პულიცერი მწერალს 1963-ში, გარდაცვალების შემდეგ, რომანისთვის „გამტაცებელნი“ მიენიჭა. მან ასევე ორჯერ მიიღო ამერიკის „წიგნის ეროვნული ჯილდო“, 1951 წელს მოთხრობების კრებულისათვის, ხოლო 1955-ში ზემოთხსენებული „იგავისათვის“.

1987 წლის 3 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისმა ფოლკნერის პატივსაცემად 22-ცენტიანი საფოსტო მარკა შემოიღო. აღსანიშნავია, რომ ფოლკნერი ერთი პერიოდი მისისიპის უნივერსიტეტში ფოსტალიონად მუშაობდა, 1923 წელს კი სამსახურიდან წამოვიდა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „Soldiers' Pay“ - „ჯარისკაცის ჯილდო“ (1926)
  • „Mosquitoes“ - „ქინქლა“ (1927)
  • „Sartoris“ - „სარტორისი“ (1929)
  • „The Sound and the Fury“ - „ხმაური და მძვინვარება“ (1929)
  • „As I Lay Dying“ - „სული რომ ამომდიოდა“ (1930)
  • „Sanctuary“ - „ტაძარი“ (1931)
  • „Light in August“ - „აგვისტოს ნათელი“ (1932)
  • „Pylon“ - „ბოძი“ (1935)
  • „Absalom, Absalom“ - „აბესალომ, აბესალომ!“ (1936)
  • „The Unvanquished“ - „დაუმორჩილებელნი“ (1938)
  • „If I Forget Thee Jerusalem (The Wild Palms/Old Man)“ - „თუ დაგივიწყებ, იერუსალიმო (ველური პალმები)“ (1939)
  • „The Hamlet“ - „სოფელი“ (1940)
  • „Go Down, Moses“ - „გარდავედ, მოსე“ (1942)
  • „Intruder in the Dust“ - „გვამის შემგინებელი“ (1948)
  • „Requiem for a Nun“ - „მონაზვნის რეკვიემი“ (1951)
  • „A Fable“ - „იგავი“ (1954)
  • „The Town“ - „ქალაქი“ (1957)
  • „The Mansion“ - „სახლი“ (1959)
  • „The Reivers“ - „გამტაცებელნი“ (1962)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Millgate M. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 NooSFere — 1999.
  10. 10.0 10.1 filmportal.de — 2005.
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 GeneaStar
  15. 15.0 15.1 Babelio — 2007.
  16. 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  17. 17.0 17.1 17.2 The Fine Art Archive
  18. 18.0 18.1 Munzinger Personen
  19. Фолкнер Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  20. Find a Grave — 1996.
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1949/
  22. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  23. https://www.nationalbook.org/books/the-collected-stories-of-william-faulkner/
  24. https://www.nationalbook.org/books/a-fable/
  25. FamilySearch Family Tree — 2009.