ვიკიპედია:დიოგენე
გამომცემლობა „დიოგენემ“ და „ვიკიმედია საქართველომ“ ვიკიპედიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი კონკურსი გამართეს. გამომცემლობამ ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად გამოაცხადა კონკურსი ქართული ლიტერატურის თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო შეექმნა სტატიები ლიტერატურული ნაწარმოებების, მიმდინარეობების, ავტორებისა და ყველაფერზე იმის შესახებ, რაც ქართულ ლიტერატურას უკავშირდება. კონკურსი 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე გაგრძელდა. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ რამდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდნენ გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ დაწესებული პრიზებით. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
- ყველაზე მეტი სტატიის ავტორი – ამ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა გიორგი შაშვიაშვილი, რომელმაც მიიღო გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნთა ნაკრები.
- საუკეთესო სტატიის ავტორები – შეფასდა სტატიის აკადემიურობა, გამართულობა, ფაქტების სიზუსტე, თანმხლები თვალსაჩინოება და ა.შ. გამოვლინდა სამი გამარჯვებული: ზაზა მანია (ვიკიპედიელთა მიერ დასახელებული), სანდრო ღამბაშიძე და გიორგი შაშვიაშვილი. მათ გამომცემლობა დიოგენესგან 250 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს.