ანდრე პოლ გიიომ ჟიდი (ფრანგ. André Gide; დ. 22 თებერვალი, 1869, პარიზი — გ. 19 თებერვალი, 1951, იქვე) — ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1947).

ანდრე ჟიდი
ფრანგ. André Gide
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1869(1869-11-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთი[1] [16]
გარდაცვალების თარიღი 19 თებერვალი, 1951(1951-02-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [19] [16] [17] [20] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი[1]
დასაფლავებულია Q98382676?[21]
საქმიანობა ჟურნალისტი, კინოპროდიუსერი, ესეისტი, დრამატურგი[17] , რომანისტი, დღიურის ავტორი, მოგზაური მწერალი, მთარგმნელი[22] , ავტობიოგრაფი, მწერალი[17] [18] , პროზაიკოსი და სცენარისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი ანრი IV-ის ლიცეუმი და ელზასის სკოლა
ჟანრი პროზა და თეატრი
Magnum opus The Immoralist, Strait is the Gate, La Symphonie Pastorale, ყალბი ფულის მჭრელები, Corydon, The Fruits of the Earth, Les Caves du Vatican, Si le grain ne meurt, Travels in the Congo, Retour de L'U.R.S.S., Q1216094?, La Séquestrée de Poitiers, Q3201527? და Q3226237?
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[23] [24] , Goethe Plaque of the City of Frankfurt, Goethe Medal for Art and Science და Grand Prize for the Best Novels of the Half-Century[25]
მეუღლე Madeleine Gide
შვილ(ებ)ი კათრეინ გიდე
ნათესავ(ებ)ი Charles Rondeaux de Montbray და Jean-Baptiste Rondeaux
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრე ჟიდის მამა სამართლის მასწავლებელი იყო, დედა კი შეძლებული ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. ჟიდის მშობლები პროტესტანტები იყვნენ და ანდრეს პურიტანულად ზრდიდნენ. ჟიდს მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ და დეიდებმა აღზარდეს.

მეგობრობდა პოლ ვალერთან და მარსელ დრიონთან. 1891 წელს შექმნა პირველი ნაწარმოები „ანდრე ვალტერის დღიურები“, რომელიც მის დეიდაშვილსა და შეყვარებულს, მადლენ რონდოს მიუძღვნა. 1892 წელს დაწერა „ანდრე ვალტერის ლექსები“. 1895 წელს ჟიდი და რონდო დაქორწინდნენ.

ჟიდის ადრეული ნაწარმოებები სიმბოლისტური იყო. მაგრამ 1893 წელს მისმა მოგზაურობამ ჩრდილოეთ აფრიკაში შეცვალა ჟიდის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი და 1895 წელს დაწერა რომანი „ჭაობები“ იმის შესახებ, თუ როგორ წერს მწერალი რომანს. ეს ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურული მოდერნიზმის ნიმუშია. ჟიდის შემდეგი რომანი იყო „მიწიერი კერპები“ (1897 წ.). რომანმა დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის ფრანგ მწერლებზე, მათ შორის ალბერ კამიუზე. ჟიდის შემდეგი ნაწარმოებები იყო „საული“, „ცუდად მიჯაჭვული პრომეთე“ და „იმორალისტი“. პროზის პარალელურად ჟიდი ესსეებსაც წერდა და 1903 და 1911 წლებში ესეების ორი კრებული გამოსცა.

1909 წელს ჟიდმა და მისმა თანამოაზრეებმა დააარსეს „ახალი ფრანგული ჟურნალი“, რომელთანაც ჟიდი 40-იან წლებამდე აქტიურად თანამშრომლობდა და რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფრანგულ ჟურნალად იქცა.

1925 წელს ჟიდმა გამოსცა რომანი „ყალბი ფულის მჭრელები“. რომანის მთავარ გმირს, ედუარდს ბევრი საერთო აქვს ჟიდთან, ის აგრეთვე მწერალია და წერს რომანს „ყალბი ფულის მჭრელები“. რომანში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება. ჟიდმა მკითხველისთვის ნაწარმოების უკეთ გასაგებად 1926 წელს გამოსცა „ყალბი ფულის მჭრელების დღიური“, სადაც რომანის განმარტებებია მოცემული.

ჟიდი არ ინტერესდებოდა სოციალური და პოლიტიკური თემატიკით. მიუხედავად ამისა, აფრიკაში მეორე მოგზაურობის შემდეგ მან დაწერა სოციალური თემატიკის მქონე „მოგზაურობა კონგოში“ (1927) და „ჩადიდან დაბრუნება“ (1928), აგრეთვე ქალთა საკითხებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები „ქალთა სკოლა“ (1929), „რობერი“ (1930), „ჟენევიევი“ (1936). 30-იანი წლებიდან ჟიდი კომუნიზმმა გაიტაცა და 1936 წელს საბჭოთა კავშირს ეწვია. იმყოფებოდა საქართველოშიც. იმავე წელს გამოაქვეყნა წიგნი „საბჭოთა კავშირიდან დაბრუნება“ და ამით დასრულდა ჟიდის გატაცება კომუნიზმით.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჟიდი ტუნისში ცხოვრობდა. იქვე დაწერა მისი უკანასკნელი დიდი ნაწარმოები „თეზევსი“. 1947 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს. გარდაიცვალა 1951 წელს, პარიზში. ქართულად ანდრე ჟიდის სამი ნაწარმოებია თარგმნილი: „ხელოვნების საზღვრები“ (1901) „ვიწრო კარიბჭე“ (1909) და ყალბი ფულის მჭრელები“ (1925)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118539124 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. nobelprize.orgNobel Foundation.
  10. Béhar H. Gide, André // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T032134
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. GeneaStar
  13. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. Babelio — 2007.
  16. 16.0 16.1 16.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 The Fine Art Archive — 2003.
  18. 18.0 18.1 Olomouc City Library regional database
  19. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  20. Munzinger Personen
  21. https://www.landrucimetieres.fr/spip/spip.php?article293
  22. রবীন্দ্রনাথ ঠাকুর গীতাঞ্জলি — 1908.
  23. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1947/
  24. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  25. Les "douze meilleurs romans français du demi-siècle" / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1950. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694