თბილისის ფორუმი
თბილისის ფორუმი — ქართულ ინტერნეტსივრცეში განთავსებული სადისკუსიო ფორუმი. იგი ამოქმედდა 2001 წლის 25 იანვარს. მისი შექმნის ინიციატორი და თავად შემქმნელიც იყო მომხმარებელი თემურ ხაინდრავა.[2] დამფუძნებელმა ფორუმი საკუთარი თანამშრომლებისათვის შექმნა. პირველი დარეგისტრირებული მომხმარებლებიც (და შემდგომში მოდერატორებიც) მისი თანამშრომლები და მეგობრები იყვნენ. მოგვიანებით მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ფორუმის სტრუქტურა კი დაიხვეწა და თემატურად ჩამოყალიბდა.
თბილისის ფორუმი | |
---|---|
ოფიციალური ლოგო | |
საიტი | forum.ge |
სლოგანი | „ქართული ფორუმის ძალა“ |
საიტის ტიპი | ინტერნეტ-ფორუმი |
რეგისტრაცია | უფასო |
ხელმისაწვდომი ენა | ქართული |
მფლობელი | თემურ ხაინდრავა |
შემქნელი | თემურ ხაინდრავა |
გაეშვა | 25 იანვარი, 2001 |
Alexa-ს რეიტინგი | 85,203 (2017)[1] |
ამჟამინდელი სტატუსი | მოქმედი |
2001 წლის ზაფხულშივე მოეწყო მომხმარებელთა პირველი შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ რიგით პირველი წევრები. მოგვიანებით, ასეთი სახის შეკრებები ტრადიციად იქცა და სპეციალურად აქციებადაც გადაიზარდა.
ფორუმი შედგება სხვადასხვა განყოფილებებისგან, რომლებიც დალაგებულია თემატიკის მიხედვით. მასზე არის საინტერესო და პრობლემატური თემისადმი მიძღვნილი ნებისმიერი განყოფილება — ზოგად საკითხებზე, პოლიტიკაზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, ფსიქოლოგიაზე, მუსიკაზე, კინემატოგრაფიაზე, ლიტერატურაზე, რელიგიაზე, კარიერაზე, იარაღზე, მასმედიის საშუალებებზე, ინტერნეტ-სივრცეზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ბუნებაზე, თბილისის ცხოვრებაზე, Apple-ის პროდუქციაზე და ა.შ.
ფორუმზე უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა საერთო ინტერესების მქონე ხალხთა სხვადასხვა ჯგუფები — სპორტთან, მუსიკასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ზოგიერთ განყოფილებაში წარმოდგენილი თემებით სათაურით „დავეხმაროთ.....“ 10 წლის მანძილზე ადგილი ჰქონია რეალურ საქველმოქმედო აქციებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ forum.ge Traffic Statistics. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2017.
- ↑ როგორია ყველაზე მასშტაბური ქართული ფორუმი, დაარსებიდან 16 წლის შემდეგ? – Forum.ge, Marketer, 6 ოქტომბერი, 2017