ზურაბ სამადაშვილი
ქართველი მწერალი და დრამატურგი
ზურაბ გიორგის ძე სამადაშვილი (დ. 29 იანვარი, 1955, თბილისი, საქართველო — გ. 30 აგვისტო, 2021, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.
ზურაბ სამადაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 იანვარი, 1955 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 30 აგვისტო, 2021 (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
Magnum opus | ხმაურიანი დღეები |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | armuri.georgianforum.com/t686-topic |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1955 წლის 29 იანვარს.
1972 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე სკოლა და იმავდროულად მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.
მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ნობათში“, 1983 წელს, ხოლო პროზაული დებიუტი შესდგა მოთხრობით „დუბლინელები“, 1986 წლის „მნათობის“ მე-7 ნომერში.
2010-2012 წლებში იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი.
ზურაბ სამადაშვილი გარდაიცვალა თბილისში, 2021 წლის 30 აგვისტოს.
წიგნები
რედაქტირება- ორის ნახევარი (ლექსები), რედაქტორი – დათო ახობაძე, თბ. მერანი, 1990
- წრე (მოთხრობები), რედაქტორი – ლია შარვაშიძე, თბ. მერანი, 1993
- სველი აგური (რომანი), თბ. საარი, 1997
- შეშლილი სახლი (თრილერი), თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 1998, 127 გვერდი – ISBN 99928-52-10-0
- ხმაურიანი დღეები (რომანი), სერია – "ქალაქური პროზა", რედაქტორი დათო აბულაძე, თბ. "საარი", 1999 – ISBN 99928-39-10-4
- აქსიომა (ლექსები), თბ. მერანი, 2006
- ხატვის გაკვეთილი (ლექსები), თბ. გამომცემლობა გლოსა, 2015
- ექსპერიმენტი (მოთხრობები), თბ. გამომცემლობა გლოსა, 2015
- მოსალოდნელი მოულოდნელობანი[1] (რომანი), თბ. გამომცემლობა გლოსა, 2015
პიესები
რედაქტირება- კარს იქით, 1990
- წრე, 1992
- ობლები[2] (გაქართულებული ვარიანტი მარტინ მაკდონაჰის პიესისა The Lonesome West[3]), ილუსტრატორი ალექსანდრე სლოვინსკი, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“, N6 (110) - N7(111), თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730.
- ხმაურიანი დღეები, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი, 2016
- ობლები, სოხუმის თეატრი, რეჟისორი გიორგი ქანთარია, 2017
თეატრი
რედაქტირება- „კარს იქით“, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1990
- „წრე“, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1992
- „ხმაურიანი დღეები“ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი, 2016
- „ობლები", სოხუმის თეატრი, რეჟისორი გიორგი ქანთარია, 2017
რადიოთეატრი
რედაქტირება- "ხმაურიანი დღეები", რეჟისორი ლევან ლორთქიფანიძე, 2002
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- საბა (ლიტერატურული პრემია) ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ რომანისათვის „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“, 2016