ეკატერინე კატო შარიქაძე

თეატრის რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი

ეკატერინე კატო შარიქაძე (დ. 14 ივლისი, 1986, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი.

ეკატერინე კატო შარიქაძე

რეჟისორი
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1986 (1986-07-14) (37 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
შვილ(ებ)ი მარია ელენე ბეჟაშვილი
მშობლები მამა: მერაბ შარიქაძე
დედა: ასმათ კობახიძე

ბიოგრაფია რედაქტირება

ეკატერინე კატო შარიქაძე დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს, თბილისში. მამამისი მერაბ შარიქაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის ცნობილი მსახიობია.

2007 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამის მსახიობის სპეციალობით.

2012 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის სარეჟისორო სპეციალობის მაგისტრატურა (პედაგოგი: ავთანდილ ვარსიმაშვილი).

2007 წლიდან მუშაობს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

როლები რედაქტირება

მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსახიერებული უმთავრესი როლები რედაქტირება

შიშველი თეატრი რედაქტირება

  • ჯულიეტა – უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ მიხედვით „იყო და...რა?!“, რეჟ: ნანა კვასხვაძე
  • თამარ მეფე – ლადო ასათიანის „ბასიანის ბრძოლის“ მიხედვით „ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ“, რეჟ: ნანა კვასხვაძე
  • სოფიო – „შერისხულ მსხვერპლთა ვნებანი“ დავით კლდიაშვილის „შერისხვა“, „უბედურება“, „მსხვერპლის“ მიხედვით რეჟ: ნანა კვასხვაძე

დადგმები რედაქტირება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი

  • ნოდარ კეკელიძე — „იღბლიანი მკითხავი“[1], 2011
  • ლივანოვი, ენტინი — „ბრემენელი მუსიკოსები“ 2012
  • ეკატერინე კატო შარიქაძე — „თერთმეტი“, 2019[2]
  • ჰანს ქრისტიან ანდერსენი — „წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი“[3], ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შაქრიქაძე, 2022
  • მიხო მოსულიშვილი„ჟიკჟიკობა ღამე“[4], ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შარიქაძე, 2024

თავისუფალი თეატრი

  • ანა სანაია — „მარტოკინა“, 2021

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება