დიმიტრი ხვთისიაშვილი
დიმიტრი ხვთისიაშვილი (დ. 22 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი რეჟისორი, მსახიობი.
დიმიტრი ხვთისიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 აპრილი, 1968 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | რეჟისორი, მსახიობი |
მეუღლე(ები) | ხათუნა კიკვაძე |
შვილ(ებ)ი | ზურაბი (2001), ირაკლი (2002), ლევანი (2009) |
მშობლები | დედა: ნონა როგავა |
ჯილდოები | იხ. ქვემოთ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმიტრი ხვთისიაშვილი დაიბადა 1968 წლის 22 აპრილს.
1989 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. (პედაგოგები ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე). 2014 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 2015 წლის 30 ნოემბერს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მსახიობის აღზრდის პედაგოგიური საფუძვლების ინტერპრეტირების საკითხისათვის“. მიენიჭა თეატრალური ხელოვნების დოქტორის ხარისხი.
1989–1996 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
1996–2000 წლებში ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2000–2003 წლებში იყო ვერიკო ანჯაფარიძისა და მერაბ კოსტავას სახელობის თეატრების დამდგმელი რეჟისორი.
1989 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, არის პროფესორი. თეატრალური ხელოვნების დოქტორი. 1999–2014 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გახმოვანების სტუდიის მთავარ პროდიუსერად. 2010–2012 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი.
2012 წლიდან დღემდე არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ცალკეულ დადგმებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში.
დედა – ნონა როგავა, მეუღლე – ხათუნა კიკვაძე, შვილები: ზურაბი (2001), ირაკლი (2002), ლევანი (2009).
დადგმული სპექტაკლები
რედაქტირებამოზარდ მაყურებელთა თეატრი
რედაქტირება- დავით კლდიაშვილი, „ირინეს ბედნიერება“
- აკაკი წერეთელი, „ბაში-აჩუკი“
- ძმები გრიმები, „ფიფქია და 7 ჯუჯა“
- გიორგი ნახუცრიშვილი, „ნაცარქექია“
- დოდო ხურცილავა, დიმიტრი ხვთისიაშვილი „ხუთკუნჭულა“
- ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“
- ძმები გრიმები, „პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“
- ალექსანდრე სტაროტორჟსკი, ლარისა ტიტოვა „ახალი წლის ღამის კოსმიური სტუმრები“
- რევაზ მიშველაძე, „არ დამივიწყო“
- თამაზ ბაძაღუა, „ღამე და თუთიყუში“
- უილიამ შექსპირი, „აურზაური არაფრის გამო“
- ნილ საიმონი, „მგზნებარე შეყვარებული“
- მიუზიკლი, „ურჩხული და ლამაზმანი“
- ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“
- დიმიტრი ხვთისიაშვილი „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“
- ელგუჯა მარღია, „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“
- მიუზიკლი, „ალადინი“
- ნილ საიმონი, „ბილოქსი ბლუზი“
- ართურ მილერი „სეილემის პროცესი“
- მამუკა სალუქვაძე, „სიმარტოვე“
- ხალხური, „რწყილი და ჭიანჭველა“ (გია მარღანიასთან ერთად) — შალვა დადიანის სახელობის პრემია (2019)
- ანანო მირიანაშვილი, დიმიტრი ხვთისიაშვილი „სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ“
- ოტია იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“
- დიუმანუა, დენერი „დონ სეზარ დე ბაზანი“
- კარლო გოლდონი „ჭორიკანა ქალები“
- უილიამ შექსპირი „ოტელო“ (გია მარღანიასთან ერთად) — საუკეთესო რეჟისურა კაიროს (ეგვიპტე) საერთაშორისო ფესტივალზე 2023[1]
- ო’ჰენრი „წითელკანიანთა ბელადი“
- ნოდარ მაჭარაშვილი „ავი მუსაიფი“
- ილია ჭავჭავაძე „მაჭანკალი“
- ინოლა გურგულია „ოცნება თუ სინამდვილე“
- უილიამ შექსპირი, „ჰამლეტი“
მარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- ჯემალ მონიავა „ინოლა“
- თამარ ბართაია, „პეიზაჟს აკლია სითბო“
- ალეხანდრო კასონა, „ეუხენა ბალბოა“ (ლევან წულაძესთან ერთად)
- ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“ (თემურ ჩხეიძესთან ერთად)
- ჰუსეინბალა მირალამოვი, „მე დავბრუნდები“
- გურამ ბათიაშვილი, „კოტე მარჯანიშვილი“ (ლევან წულაძესთან ერთად)
- დავით კლდიაშვილი, „ქამუშაძის გაჭირვება“
ზუგდიდის თეატრი
რედაქტირება- რევაზ თაბუკაშვილი, „რას იტყვის ხალხი“
- დიმიტრი ხვთისიაშვილი „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ (ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია)
- ჯემალ მონიავა „ჯვარცმული ბედნიერება“ (რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ოქროს ნიღაბი“ (1996), პრემია ნომინაციაში – პატრიოტულ თემაზე შექმნილი საუკეთესო სპექტაკლისათვის)
- ლაშა თაბუკაშვილი, „მაგრამ უფლება არ მოუცია“
- მამუკა სალუქვაძე, „სიმარტოვე“
- კიტა ბუაჩიძე, „ეზოში ავი ძაღლია“
- ოთარ ბაღათურია, „ამიკო“ (2000 წელს ყოველწლიური პრემია – წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი)
- ირაკლი სოლომანაშვილი, „იყო ერთი სოფელი“
- ნილ საიმონი „მგზნებარე შეყვარებული“
ერთი მსახიობის თეატრი
რედაქტირება- კოტე მახარაძე, „აისბერგი თიკუნით — სტალინი“
- თამაზ ბაძაღუა, „ღამე და თუთიყუში“
თეატრალური სარდაფი
რედაქტირება- როდიონ ბელეცკი, „ახალგაზრდები“
- ლალი როსება, „პრემიერა“
კოსტავას თეატრი
რედაქტირება- ჯაბა იოსელიანი, „სტუმარი“
- ართურ მილერი, „მძიმე განსაცდელი“
სასწავლო თეატრი
რედაქტირება- ლალი როსება, „სიყვარულის მზე“
- კლოდ ფორტიუნო, „მართვის მოწმობა“
- შადიმან შამანაძე, „ღია შუშაბანდი“
- თამაზ ჭილაძე, „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“
- ლალი როსება, „პრემიერა“
- შალვა დადიანი, „გუშინდელნი“
- ართურ მილერი, „მძიმე განსაცდელი“
- თამარ ბართაია, „კაფე ძველ გამზირზე“
- ედუარდო დე ფილიპო, „მილიონერი ნეაპოლი“
- დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“ (გიორგი ქანთარიასთან ერთად)
- ჯონ ბოიტონ პრისტლი „ვერცხლის ქორწილი“ (გიორგი ქანთარიასთან ერთად"
- ბრანისლავ ნუშიჩი, „საეჭვო პიროვნება“
- ნილ საიმონი „მგზნებარე შეყვარებული“
- კარლო გოლდონი „ჭორიკანა ქალები“
რუსთავის თეატრი
რედაქტირება- კიტა ბუაჩიძე, „ეზოში ავი ძაღლია“
- დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“
სოხუმის თეატრი
რედაქტირება- ლალი როსება, „პრემიერა“
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრი
რედაქტირება- თამარ ბართაია, „მთავარი როლი“
მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
რედაქტირება- ნოდარ დუმბაძე, „მე ვხედავ მზეს“
- ო'ჰენრი „წითელკანიანთა ბელადი“
ოზურგეთის ა.წუწუნავას სახელობის თეატრი
რედაქტირება- თამარ ბართაია, „მთავარი როლი“
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი
რედაქტირებალალი როსება, „პრემიერა“
თბილისის ახმეტელის სახელობის თეატრი
რედაქტირება- შადიმან შამანაძე, „ღია შუშაბანდი“
- დავით ტურაშვილი, „შავი კეტები“
- ლაშა ბუღაძე, „პანთეონი“
ქუთაისის ი.გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი
რედაქტირება- ძმები გრიმები, „ფიფქია და 7 ჯუჯა“
ბორჯომის თოჯინების თეატრი
რედაქტირება- ნოდარ დუმბაძე, „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“
როლები თეატრში
რედაქტირება- ანტონ ჩეხოვი „სამი და“ (სოლიონი) რეჟ. ლილი იოსელიანი
- დავით კლდიაშვილი „ქამუშაძის გაჭირვება“ ( ბეგლარ ჯინჭარაძე ) რეჟ. ოთარ ბაღათურია
- ჯაბა იოსელიანის „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ ( ხრუსტალევსკი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- გრიგოლ რობაქიძე „გრაალის მცველნი“ (ავალა) რეჟ. დავით ანდღულაძე
- ფრიდრიხ შილერი „ვერაგობა და სიყვარული“ (პოლიციელი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- გერჰარტ ჰაუპტმანი „მშვიდობის დღესასწაული“ (რობერტ შოლცი) რეჟ. ლილი იოსელიანი
- გიორგი ნახუცრიშვილი „ნაცარქექია“ (მოხუცი) რეჟ. გოგი თოდაძე
- კარლ გუცკოვი „ურიელ აკოსტა“ (ვანებდენი, დე სილვას მსახური, მოცეკვავე ) რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, აღდგენა: სოფიკო ჭიაურელი.
- ტენესი უილიამსი „სურვილების ტრამვაი“ ( სტივი ) რეჟ. ბექა ქავთარაძე
- ქაქუცა ბახუტაშვილი „ძველ სასამართლოში“ /„ძველი ვოდევილები“ (მოსამართლე) რეჟ. ვასო გოძიაშვილი, აღდგენა: ელენე ყიფშიძე.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1991: „სიბრძნე სიცრუისა“ რეჟ. ნანა ხატისკაცი
- 1994: „იავნანა“ რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 1996: „მიზერერე“ რეჟ. ზაზა ხალვაში
- 2016: „მძევლები“ რეჟ. რეზო გიგინეიშვილი
- 2020: „მშვენიერი ელენე“ რეჟ. გიორგი ოვაშვილი
წიგნები
რედაქტირება- ლილი იოსელიანი, 2002
- გივი ბერიკაშვილი, 2008
- ქეთევან ხარშილაძე-ასსერი 60, 2011
- კახი კავსაძე (ხათუნა კიკვაძესთან ერთად), 2011
- სოხუმის დრამატული თეატრის 125-ე სეზონი, 2011
- ახმეტელის თეატრი 30 წლისაა, 2011
- თენგიზ არჩვაძე, 2013
- მოზარ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო ალბომი, 2018
- თამარ სხირტლაძე, 2019
- ნანი ჩიქვინიძე, 2019
- პავლე ნოზაძე, 2019
- ნუგზარ ყურაშვილი, 2019
- თამარ მამულაშვილი, 2019
- ნათელა მაჭავარიანი, 2019
- ოლღა არველაძე, 2019
- ნინო ლორთქიფანიძე, 2019
- ნელი ჯავახიშვილი, 2020
- მარიკა გოგიჩაიშვილი, 2020
- იოსებ მოლოდინაშვილი, 2020
- ნათელა პაატაშვილი, 2020
- სერგო შვედკოვი, 2020
- აივენგო ჭელიძე, 2021
- მაკა ბარდაველიძე, 2022
- ლილი იოსელიანი 100, 2022
- მაია ჩართოლანი, 2022
- ბადრი გვაზავა, 2022
- მერაბ შარიქაძე, 2023
- კახა გაბელაია, 2023
- ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის სცენაზე, 2023
- ბესო მეგრელიშვილი, 2024
- ლელა მახნიაშვილი, 2024
- ქეთევან შერვაშიძე, 2024
- ლანა მანაგაძე, 2024
- ედმონ გაბედავა, 2024
- თამარ ლოლაშვილი, 2024
- რეზო თავართქილაძე, 2024
ჯილდოები
რედაქტირება- 1996: წლის საუკეთესო სპექტაკლი „ოქროს ნიღაბზე“ სპეტაკლისათვის „ჯვარცმული ბედნიერება“
- 2000: წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის პრემია
- 2018: ღირსების ორდენი
- 2018: ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
- 2018: ლილი იოსელიანის სახელობის პრემია
- 2019: შალვა დადიანის სახელობის პრემია
- 2022: სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
- 2023: კაიროს (ეგვიპტე) საერთაშორისო ფესტივალზე - პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (გია მარღანიასთან ერთად)
- 2024: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 2024 ალმა-ატის (ყაზახეთი) საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი (2024)
დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლებში მსახიობებმა ნანა ბუკიამ („ჯვარცმული ბედნიერება“), პეტრე წულაიამ („ამიკო“), მამუკა მუმლაძემ, ოთარ კოვზირიძემ და თეკლა დათებაშვილმა („ღია შუშაბანდი“), ქეთი ხიტირმა („სეილემის პროცესი“ და „პრემიერა“), არჩილ სოლოღაშვილმა („სეილემის პროცესი“), ეკა ჩხეიძემ („ეუხენა ბალბოა“), მარიამ ჩუხრუკიძემ („პრემიერა“), ნიკა ნანიტაშვილმა („ბაში-აჩუკი“) ნიკოლოზ ფაიქრიძემ („ბილოქსი ბლუზი“), დავით ხახიძემ („აურზაური არაფრის გამო“), თამარ მამულაშვილმა („ავი მუსაიფი“) აიღეს წლის საუკეთესო მსახიობის პრემიები თეატრის მოღვაწეთა კავშირიდან და სტუდენტური ფესტივალებიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიმიტრი ხვთისიაშვილი 50 : [თეატრის რეჟისორი], თბილისი, 2018. — 56 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „“ოტელოს” ტრიუმფი კაიროს ექსპერიმენტული თეატრების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე“. ქართული კვირა. 13 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)