არჩილ სოლოღაშვილი

ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და რეჟისორი

არჩილ სოლოღაშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1979) — ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და რეჟისორი. არის გადაცემა „სხვა შუა დღე“-ისა და პროექტ „არ გაჩერდე“-ს წამყვანი. მონაწილეობდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“.

არჩილ სოლოღაშვილი
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1979 (1979-11-13) (45 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი, ტელეწამყვანი, რეჟისორი
აქტიური 2003–დღემდე
მეუღლე(ები) ნუცა ქავთარაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1979 წლის 13 ნოემბერს. 1995-2000 წლებში სწავლობდა თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“. 1999 წელს დაამთავრა შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქართული ქორეოგრაფიის განხრით. 2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2006 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მეტყველების კულტურის ფაკულტეტი. 2003–2006 წლებში იყო თეატრალური სარდაფის მსახიობი. 2006 წლიდან არის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 2010 წელს შეასრულა „სანდროს“ როლი, ფილმში „ოცნების ქალაქი“. 2013 წელს მიიღპ თეატრალური პრემია „დურუჯი“, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, სპექტაკლში „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება