ელენე ყიფშიძე

ქართველი მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფშიძე.

ელენე ყიფშიძე (დ. 5 თებერვალი, 1925, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 1 აგვისტო, 2004) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1973), ღირსების ორდენის კავალერი (1999).

ელენე ყიფშიძე
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1925
თბილისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო, 2004 (79 წლის)
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1948–2004
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

1948 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ქმნიდა ჰეროიკულ დრამატულ და კომედიურ სახეებს, რომლებიც გამსჭვალული იყო დიდი შინაგანი სითბოთი, ადამიანურობით, გულწრფელობით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით, გამოირჩევა მუსიკალობითა და დიდი სცენური მომხიბვლელობით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცკია (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“), ლილი (ვ. გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ვიოლა (უ. შექსპირის „მეთორმეტე ღამე“), მაია (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), სონა, კეკელა („ძველი ვოდევილები“), ფოფია (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), მაგდა (ო. ჩხეიძის „ვისია ვისი?!“), მარგო (ლ. როსებას „პრემიერა“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „ჩარი რამა“, „თოჯინები იცინიან“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „ასი გრამი გამბედაობისათვის“ და სხვ. მონაწილეობდა რადიო და ტელეგადაცემებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

გარდაიცვალა 2004 წელს 79 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება