გიორგი ალექსიძე
გიორგი დიმიტრის ძე ალექსიძე (დ. 7 იანვარი, 1941, თბილისი — გ. 23 ივნისი, 2008, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1989). ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2021).[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ცნობილი ქართველი რეჟისორი დიმიტრი ალექსიძის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი ა. მესერერი). 1961–1962 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1966 წელს დაამთავრა ლენინგრადის საბალეტმაისტერო განყოფილება (პედაგოგი ა. ლოპუხოვი). ამავე წელს შედგა მისი, როგორც ბალერმაისტერის, დებიუტი ლენინგრადის ფილარმონიაში (ერთაქტიანი ბალეტები რამოს, ბრიტენის, დებიუსის მუსიკაზე). 1966–1974 წლებში ალექსიძემ არაერთი ბალეტი დადგა ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში. პარალელურად 1967–1978 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მღვაწეობას ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტ-მაისტერო განყოფილებაზე. 1973 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, ხოლო 1980–1983 წლებში პერმის პ. ჩაიკოვსკის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი. 1983–1985 წლებში ლენინგრადში მოღვაწეობდა. იყო ლენინგრადის კონსერვატორიის პედაგოგი (დოცენტი) და საოპერო სტუდიის მთავარი ბალეტმაისტერი. 1985 წლიდან ალექსიძე კვლავ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერია.
სპექტაკლები
რედაქტირება- ბ. კვერნაძის „ბერიკაობა“ (1973);
- ს. ცინცაძის „ანტიკური ესკიზები“ (1974);
- ი. ს. ბახის „ჩაკონა“ (1974);
- ლ. დე ლიბის „კოპელია“ (1975);
- ს. ცინცაძის „დალი და მონადირე“ (1976);
- რ. გაბიჩვაძის „მედეა“ (1978);
- ფ. შოპენის „ვარიაციები მოვარტის თემაზე“ (1975);
- ი. ფალკოს „ორესტეა (1968, 1973)“;
- ს. პროკოფიევის „კლასიკური სიმფონია“ (1973, 1974), „უძღები შვილი“ (1978, 1986), „კონკია“ (1980);
- ა. ვივალდის „წელიწადის დრონი“ (1986);
- პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ (1977), „გერია“ (1980, 1986);
- ა. შნიტკეს „კონექსიონი“;
- ი. სიბელიუსის „ტუონელის გედი“;
- გ. ყანჩელის სიმფონია (1989, ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი, მონპელიე, საფრანგეთი);
- ვ. კახიძის „ამორძალები“ (1990);
- ს. უბაიდულინას „მერწყულის ერა“ (1991, სანქტ-პეტერბურგის მარიამის თეატრში, პრემიერა გაიმართა გენუაში, დირიჟორი მ. როსტროპოვიჩი);
- ფ. მანინის „კოლუმბიდან—ბროდვეიმდე“ (1992, 1993, პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრში);
- ერთმოქმედებიანი ბალეტები: ბახის, შოპენის, მოცარტის, გლაზუნოვის, დელიბის, სტრავინსკისა და სხვების მუსაკაზე. ცეკვებს დგამს აგრეთვე დრამატულ თეატრებსა და კონოფილმებში.
ალექსიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ახალი ქორეოგრაფიული ფორმებისა და სტრუქტურების ძიება კამერული ბალეტების ჟანრში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუნია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 105.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გარდაიცვალა გიორგი ალექსიძე დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. , გაზეთი 24 საათი დაარქივებული 2008-09-03 საიტზე Wayback Machine. , რევიუ - 2008-06-23 13:44.;
- „მხატ“-ში გიორგი ალექსიძეს იხსენებენ[მკვდარი ბმული], ნატა კობიძე;
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა“. imedinews.ge. 11 მარტი 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)