მთავარი მენიუს გახსნა

რევაზ მიშველაძე

ქართველი მწერალი და ნოველისტი

რევაზ მიშველაძე (დ. 1 იანვარი, 1940, ბაბუშარა, სოხუმის რაიონი) — ქართველი მწერალი და ნოველისტი.

რევაზ მიშველაძე
რევაზ მიშველაძე.jpg
დაბ. თარიღი 1 იანვარი 1940(1940-01-01) (79 წლის)
დაბ. ადგილი ბაბუშარა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და ნოველისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი
ჯილდოები ღირსების ორდენი
მეუღლე ნათელა გოგორიშვილი
შვილ(ებ)ი არჩილ მიშველაძე

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა მამამისის — პედაგოგიკის პროფესორის აქვსენტი მიშველაძისა (1915-2005) და დედამისის — ქართულის მასწავლებლის თინა გველესიანის (1920-2006) ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს. ბავშვობა გაატარა მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში, სადაც იზრდებოდა 7 წლამდე. 1947 წელს შეიყვანეს ქუთაისის ვაჟთა № 7-ე სკოლაში, სადაც სწავლობდა 1954 წლამდე. 1954 წელს გადაიყვანეს ქუთაისის №4-ე საშუალო სკოლაში რომელიც დაამთავრა 1958 წელს. 1958 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც პირველი კურსიდანვე სასწავლებლად გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1964 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1964-66 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები.

1966 წლიდან 2006 წლამდე უწყვეტლივ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი ბოლო ოცი წელი უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ.

1987-90 წლებში ჟურნალ „კრიტიკა“-ს მთავარი რედაქტორი, ხოლო 1993-99 წლებში ჟურნალ „ნუგეშის“ მთავარი რედაქტორი. ამჟამად საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „მწერლის გაზეთი“-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და ტექნიკური უნივერსიტეტის კულტუროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი — სრული პროფესორი.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის სახელმწიფო, ნიკო ლორთქიფანიძის, მემედ აბაშიძის, ავეთიკ ისააკიანის და სხვა პრემიები. არის „ღირსების ორდენი“-ს (1999) და „ივანე ჯავახიშვილის მედლის“ კავალერი. მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის ამაგდარი“-ს (2009) და „ქართული პროზის რაინდი“-ს წოდებები.

ერთადერთი შვილი არჩილი (1973-1993) დაეღუპა რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის ომში. ჰყავს შვილიშვილი — შიო (დაბ. 1989), ეკონომისტი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება