მარტვილის მუნიციპალიტეტი
მარტვილის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს, 1936 წლის 3 სექტემბრიდან 1990 წლამდე გეგეჭკორის რაიონი ერქვა. 1963-66 წლებში გეგეჭკორის რაიონს შეერთებული ჰქონდა აბაშის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარტვილი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
მარტვილის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | მარტვილი | ||||
კოორდინატები | 42°24′53″ ჩ. გ. 42°22′44″ ა. გ. / 42.414778° ჩ. გ. 42.378889° ა. გ. | ||||
ფართობი | 880.6 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 31 500 [1] კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 38,0 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,8 % რუსები 0,1 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,31 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://martvili.gov.ge/ | ||||
| |||||
გეოგრაფია
რედაქტირებამარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ოდიშის ვაკეზე (სამხრეთი ნაწილი) და ეგრისის ქედის მთისწინეთში (ცენტრალური ნაწილი) და მის სამხრეთ კალთებზე (ჩრდილოეთი ნაწილი). ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა“ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ხეობები ნაპირებზე ქმნის რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ალუვიურ ნიადაგზე ბაღებია გაშენებული. მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. წყლის ძირითადი არტერიებია აბაშა, ინჩხია, ტეხურა.
მუნიციპალიტეტის ფართობია 880,6 კმ². შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 300 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი, რომლებიც სათავეს იღებენ ეგრისის ქედზე. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო კირქვა, აგრეთვე მინერალური წყლები — ლებარდე, ჩეგოლა და სხვა.
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის რიცხოვნობაა 33 463 კაცი (2014 წ.); სიმჭიდროვე — 38 კაცი კვ.კმ-ზე. მოსახლეობის 13 % ქალაქში ცხოვრობს, დანარჩენი სოფლებში. მუნიციპალიტეტში 75 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 74 სოფელი.
მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 1) ქართველი - 99,6 % 2) რუსი - 0,1 % 3) სხვა დანარჩენი - 0,3 %
რაიონი/მუნიციპალიტეტი[4] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტვილის | 47 777 | 49 167 | 47 797 | 46 009 | 46 100 | 44 627 | 33 463 | 33 100 | 32 800 | 32 600 |
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებაქალაქი — 1: მარტვილი;
- თემი: აბედათის, ბანძის, გაჭედილის, გურძემის, დიდი ჭყონის, დოშაყის, ვედიდკარის, თამაკონის, ინჩხურის, კიწიის, კურზუს, ლეხაინდრავოს, ნაგვაზავოს, ნახუნავოს, ნაჯახავოს, სალხინოს, სერგიეთის, ტალერის, ხუნწის;
- სოფელი — 1: ონოღია.
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[5] | 2021[6] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 19 | 15 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 10 | 11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 5 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპელი სოციალისტები | 4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 4 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფლება | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 37 | 36 |
ეკონომიკა
რედაქტირებაძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მეხილეობა და მევენახეობა. მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს. არის ჩაის და ღვინის ქარხნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.
- მანძილი თბილისამდე - 279 კმ
- მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ
- უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ
- უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა
- უახლოესი აეროპორტი - ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებამარტვილის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების მემარცვლეობა და მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 37 613 ჰექტარს, მათ შორის 11 254 ჰა სახნავი მიწებია, 12 137 ჰა საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები 4995 ჰა.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს. მრავალწლიანი ნარგავებიდან - თხილსა და სუბტროპიკულ ხურმას. არსებობს დიდი რესურსი ჩაისა და ხილის წარმოებისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი საშენი მასალებით, კირქვით.
საკურორტო და ტურიზმის რესურსები
რედაქტირებამარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კურორტი ლებარდე. იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკური დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი.
კულტურა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში მოქმედებს 62 საჯარო და1 კერძო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი — მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირება- თამაკონის ციხე
- აბედათის ციხესიმაგრე
- ნოღის ციხე
- მარტვილის მონასტერი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XII ს.
- ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XII ს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
- ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
- სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
- სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIII ს. ბილიკი მთაში.
- ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
- „ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
- „ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
- სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
- მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
- წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ.. — გვ. ჯაოშვილი, ვ..
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ Georgia division
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]