დოშაყე

სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტი

დოშაყესოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დოშაყე, ლეჟვანიე, ლექობალე).

სოფელი
დოშაყე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი დოშაყე
კოორდინატები 42°31′53″ ჩ. გ. 42°16′06″ ა. გ. / 42.53139° ჩ. გ. 42.26833° ა. გ. / 42.53139; 42.26833
ცენტრის სიმაღლე 320
მოსახლეობა 75[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დოშაყე — საქართველო
დოშაყე
დოშაყე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
დოშაყე

მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ცივის (მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი) სათავეებთან, ზღვის დონიდან 320 მ-ზე, მარტვილიდან 28 კმ-ის დაშორებით.

სოფელში არის დოშაყის გამოქვაბული, რომელიც აქედან გამომავალ ნაკადულს შეუქმნია. შესასვლელი ქვითკირითაა ამოშენებულ-გამაგრებული და სახიზარს წარმოადგენს. გამოქვაბულში მიკვლეულია ადამიანის ცხოვრების დამადასტურებელი მდიდარი კულტურული ფენა (პალეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა, შუა საუკუნეები). არქეოლოგიური მასალა (კერამიკული ჭურჭლის ნატეხები, ქვის ტლანქი იარაღი და სხვ.) დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 494 258 236
2014[1]   75 34 41

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 488.
  • ელიავა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი, თბ., 1971.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II