ცივი (მდინარე)
მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ცივი, ცივა (მეგრ. ცჷი) — მდინარე საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ მთისწინეთში ზღვის დონიდან 363 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 60 კმ, აუზის ფართობი 199 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალმოვარდნები, უფრო ხშირი და მძლავრი ზაფხულში და შემოდგომაზე. იყენებენ წისქვილების ასამუშავებლად.
ცივი | |
---|---|
მდინარე ცივი სოფ. საადანაიოში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
ქალაქები |
მარტვილი სენაკი |
სათავე |
ეგრისის ქედი 42°31′10″ ჩ. გ. 42°15′22″ ა. გ. / 42.519694° ჩ. გ. 42.256278° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 363 მ |
შესართავი |
რიონი 42°12′25″ ჩ. გ. 41°57′34″ ა. გ. / 42.207056° ჩ. გ. 41.959667° ა. გ. |
სიგრძე | 60 კმ |
აუზის ფართობი | 199 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,17 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,17 მ³/წმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 212.