ვედიდკარი

სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 30 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ვედიდკარისოფელი საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), მარტვილის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვედიდკარი, ლეფოჩხუე, მახათი, მუხურჩა, ორქა).

სოფელი
ვედიდკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი ვედიდკარი
კოორდინატები 42°19′50″ ჩ. გ. 42°16′21″ ა. გ. / 42.33056° ჩ. გ. 42.27250° ა. გ. / 42.33056; 42.27250
ცენტრის სიმაღლე 80
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 713[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვედიდკარი — საქართველო
ვედიდკარი
ვედიდკარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ვედიდკარი

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 80 მ-ზე, მარტვილიდან 14 კმ-ში, აბაშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 20 კმ-ში.

სოფელი მდებარეობის ოდიშის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონში. ისტორიულად დაკავშირებული იყო ბანძის თემთან, სადაც XVIII საუკუნეში ფაღავების სათავადოს ცენტრი იყო. ვედიდკარის მთავარანგელოზთა ეკლესია წარმოადგენდა ფაღავების საგვარეულო საძვალეს (შემორჩენილია მხოლოდ ქვების გროვა, ამჟამინდელი ეკლესია ახალია). თვით სოფლის სახელწოდება „ვედიდკარი“, გადმოცემით, უკავშირდება აქ მოწყობილ საჯარითო-საბურთაო მოედანს („დიდი ველი, ველდიდი“).[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 713 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 999 482 517
2014[1]   713 346 367
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. კეკელია ი., მარტვილის რაიონის ოიკონიმია, ქუთაისი, 2010. — გვ. 34-36.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II