Disambig-dark.svg ტერმინს „ოდიში“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ოდიში.

ოდიში — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის სამეგრელოს ძირითადი ნაწილი (სამეგრელოს სამთავროს მეორე სახელწოდება).

ერთი ვარაუდით, სახელწოდება "ოდიში" წარმართული ღვთაება ოდის სახელისაგან მოდის (ე.ი. ოდის ქვეყანა). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ცალკეულ წყაროთა არაპირდაპირი ცნობებით, VI საუკუნისთვის ოდიში მოიცავდა მდინარეებს კელასურსა და ტეხურს შორის მდებარე ტერიტორიას. XVIII საუკუნის დასაწყისში, სამურზაყანოს წარმოქმნის შემდეგ, ოდიშს უწოდებენ ტერიტორიას მდინარეებს ენგურსა და ტეხურს შორის.

ლიტერატურარედაქტირება

  • ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3;
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 502, თბ., 1984