საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

(გადამისამართდა გვერდიდან პატრიოტთა ალიანსი)

საქართველოს პატრიოტთა ალიანსიმემარჯვენე-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში.[1] მისი თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი — ირმა ინაშვილი. ბევრი წყარო მას პრორუსულ პარტიად მოიხსენიებს.[2][3][4]

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი
გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი
ისტორია
დაფუძნდა 19 დეკემბერი, 2012
პოზიციები
იდეოლოგია ნაციონალ-კონსერვატიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენეობა
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
საკრებულოები
5 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები          
შტაბ-ბინა ძმები კაკაბაძეების #2, თბილისი, საქართველო
patriots.ge

პრეისტორია

რედაქტირება

2010 წლის 22 დეკემბერს კინოს სახლში საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის ლიდერთა მიზანი იყო ხელისუფლება შეეცვალათ პოლიტიკური პარტიების დახმარების გარეშე. მოძრაობის დამფუძნებლები იყვნენ: დავით თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, მხატვარი შოთა გლურჯიძე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და ა.შ. [5]

2011 წლის 29 ოქტომბერს კინოს სახლში „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –„წინააღმდეგობის მოძრაობა“ დაფუძნდა. ყრილობამ პოლიტიკური გაერთიანების „წინააღმდეგობის მოძრაობა“ თავმჯდომარედ დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალურ მდივნად სოსო მანჯავიძე აირჩია.[6]

2012 წლის 19 დეკემბერს „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა „პატრიოტთა ალიანსი“. 2013 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო „მესამე ძალა“ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც კონსულტაციები გამართა სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან.[7]

პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების 5%-ზე მეტით. პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ხმათა 6,34% მიიღო, საარჩევნო ბარიერი გადალახა და ორი წევრი გაიყვანა დედაქალაქის საკრებულოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ სოსო მანჯავიძე და მანუჩარ მაჩაიძე. ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 4,72% დააგროვა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოიპოვა საკრებულოს მანდატები.

პარტიის კანდიდატებმა მეორე შედეგი აჩვენეს და მეორე ტურში დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და ხულოს მუნიციპალიტეტში მერების და გამგებლების პოსტის დასაკავებლად, თუმცა მეორე ტურში ყველგან დამარცხდნენ.

2016 წლის 8 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მესამე შედეგი აჩვენა 5,01%-ით და პროპორციული სიით პარლამენტში 6 დეპუტატი გაიყვანა.

2018 წელს პარტიამ არ წარადგინა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 3,14% მიიღო და 4 მანდატი მოიპოვა, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. 2024 წლის 4 იანვარს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.[8] მათმა ადგილმონაცვლე და მანდატზე უარის არმთქმელმა დეპუტატებმა დააარსეს პარტია „ევროპელი სოციალისტები“ და პარლამენტში შევიდნენ.[9]

2024 წლის 24 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონსერვატიული პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას“. დეკლარაციაზე ხელი მოაწერა შემდეგმა პარტიებმა: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“, „ქართული იდეა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“ და „ეროვნული ერთიანობის პარტია“. კონსერვატიული პარტიები და ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის სიით მიეღოთ მონაწილეობა.[10]

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება

საპარლამენტო

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2016 88 097 5,01
6 / 150
ახალი ოპოზიცია
2020 60 480 3,14
4 / 150
  2 ოპოზიცია

ადგილობრივი

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2014 66 805 4,72
47 / 2 088
ახალი
2017 98 530 6,56
90 / 2 043
  43
2021 25 697 1,46
5 / 2 068
  85

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური პარტია - ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დაარსდა ამერიკის ხმა
  2. Pro-Russian party wins a toe-hold in Georgia's new parliament, Reuters
  3. Pro-Russian Parties in Georgia's 2016 Parliamentary Election: A Growing Footprint?
  4. Tbilisi: Pro-Russian party supporters demand Azerbaijan cede claim to ancient border monastery
  5. ცნობილმა სახეებმა "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" შექმნეს
  6. შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობა"
  7. „არჩევნებში წარმატების შემდეგ პატრიოტთა ალიანსი ნაციონალური მოძრაობის რადიკალურ კრიტიკას აგრძელებს“. Civil Georgia. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. ცქიფურიშვილი, ნათია (4 იანვარი, 2021). „პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა - Netgazeti“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „პატრიოტთა ალიანსის სიით გასულმა დეპუტატებმა ევროპელი სოციალისტების პარტია დააფუძნეს“. Civil Georgia. 10 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. „„პატრიოტები“, „ალტ-ინფო“ და სხვა კონსერვატორები საარჩევნოდ გაერთიანდნენ“. Sputnik საქართველო. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)