საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2017) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2017 წლის 21 ოქტომბერს.

მერის არჩევნები

რედაქტირება

თვითმმართველი ქალაქის მერის, თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე.

თვითმმართველი ქალაქის მერად, თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.

მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

თბილისის მერის არჩევნები

რედაქტირება

თბილისის მერობის კანდიდატები იყვნენ:

  • ალექსანდრე ელისაშვილი – ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში. საქართველოს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე 2014-2015 წლებში. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.

თბილისის მერის არჩევნებში აგრეთვე მონაწილეობდნენ: დავით შუკაკიძე, გიორგი ლილუაშვილი, თენგიზ შერგელაშვილი და ლაშა სტურუა.

კანდიდატი პარტია ხმების რაოდენობა პროცენტულობა
კახა კალაძე ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 204,061 51,09%
ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი 69,803 17,4%
ზაალ უდუმაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 66,259 16,59%
ელენე ხოშტარია ევროპული საქართველო 28,411 7,11%
ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 12,070 3,02%
გიორგი ვაშაძე ახალი საქართველო 7,800 1,95%