სტრატეგია აღმაშენებელი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ (ოფიც. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“) — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 2016 წლის 5 ივნისს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“. პარტიის თავმჯდომარედ ყრილობის დელეგატებმა აირჩიეს გიორგი ვაშაძე. პარტიის მმართველობითი ორგანოა 12 წევრისაგან შემდგარი პოლიტსაბჭო. პარტიას ჰყავს არჩეული გენერალური მდივანი, რომელსაც გააჩნია აღმასრულებელი და საორგანიზაციო ფუნქციები. არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების და მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.[1]
სტრატეგია აღმაშენებელი | |
---|---|
![]() | |
სტატუსი | მოქმედი |
ქვეყანა |
![]() |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | გიორგი ვაშაძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 5 ივნისი, 2016 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ლიბერალიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი, მემარჯვენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
2 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
aghmashenebeli.ge |
პარტია მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკში. პარტია მონაწილეობდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.[1] 2018 წლის ივლისში საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთად გამოსვლის მიზნით 9 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად დააარსა კოალიცია „ძალა ერთობაშია“,[2] რომელიც 2020 წლის ივლისის ბოლოს „კანონი და სამართალთან“ ერთად დატოვა.[3]
2020 წლის 30 ივლისს პარტიის მესამე ყრილობის გადაწყვეტილებით პარტიამ შეიცვალა სახელი და „ახალი საქართველოს“ ნაცვლად ეწოდა „სტრატეგია აღმაშენებელი“.[1] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კანონი და სამართალთან“ ერთად საერთო ბლოკში მონაწილეობდა.[4]
შედეგები არჩევნებშირედაქტირება
საპარლამენტორედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი | კოალიცია |
---|---|---|---|---|---|---|
2016 | 60 681 | 3,45 | 0 / 150 |
ახალი | გარესაპარლამენტო | სახელმწიფო ხალხისთვის |
2020 | 60 671 | 3,15 | 4 / 150 |
4 | ოპოზიცია | დამოუკიდებელი |
ადგილობრივირედაქტირება
წელი | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2017 | 18 826 | 1,23 | 1 / 2 043 |
ახალი |
2021 | 23 656 | 1,34 | 8 / 2 068 |
7 |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოფიციალური საიტი
- „ახალი საქართველოს“ ოფიციალური საიტი [დაარქივებული]
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 ჩვენს შესახებ. სტრატეგია აღმაშენებელი. aghmashenebeli.win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
- ↑ „ძალა ერთობაშია“ — 10 ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ წარადგენს. netgazeti.ge (2018-07-16). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
- ↑ ვაშაძემ და ჩარკვიანმა „ძალა ერთობაშია“ დატოვეს და პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. on.ge (2020-07-27). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
- ↑ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიები/ბლოკები. ცესკო. cesko.ge (21 სექტემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.09.2020. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.