გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე (დ. 8 ივლისი, 1981, ჭიათურა) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი (2012–2016). საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.
გიორგი ვაშაძე | |
საქართველოს პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ოქტომბერი, 2012 – 5 მაისი, 2016 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2012 – 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2006 – 2010 | |
დაბადებული | 8 ივლისი, 1981 ჭიათურა, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | სტრატეგია აღმაშენებელი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლა |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები |
განათლება
რედაქტირებადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით, 2004 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჰარვარდის ბიზნესის სკოლა ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი, 2006 წელს — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სახელმწიფო მართვის სპეციალობით.
კარიერა
რედაქტირებამუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2003–2004 წლებში იყო ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი. 2004–2005 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი. 2005 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი. 2005–2006 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. 2006–2010 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე. 2010–2012 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე — სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უმცირესობის კვოტით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობისას (საქართველო, 2006–2010) მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ბიომეტრიული პასპორტების, პირადობის მოწმობების, ციფრული ხელმოწერის, მოქალაქის პორტალის (www.my.gov.ge), ერთიანი დემოგრაფიული რეესტრის, ვიზუალური ამოცნობის, დაჩქარებული მომსახურების, დისტანციური მომსახურების (ონლაინ, დარეკეთ სახლში), Baby Book პროექტები და ა. შ. გიორგი ვაშაძე არის ინოვაციებისა და განვითარების ფონდის (IDF) ერთ-ერთი დამფუძნებელი.[1]
იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში, გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით და უშუალოდ განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო იუსტიციის სახლების დაფუძნება (2011 წელს), რომელმაც 2012 წელს გაეროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო საჯარო სამსახურის სფეროში. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე ჩართული იყოს საბაჟო სამსახურის ზონების გამართვასა და კოორდინაციაში, სადაც მოვაჭრეებს შეეძლოთ დოკუმენტების გამარტივებული ფორმით წარმოება.[1]
დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2010)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ვაშაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ვაშაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- გიორგი ვაშაძე Facebook-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გიორგი ვაშაძე. aghmashenebeli.win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2020.