იუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი — ერთი სახლი, ერთი შენობა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო მომსახურებების დიდ უმრავლესობას და ასევე, კერძო ორგანიზაციების სხვადასხვა სერვისს.
Public Service Hall იუსტიციის სახლი | |
ყველაფერი ერთ სივრცეში | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2011წ. |
მინისტრი | გოჩა ლორთქიფანიძე |
უწყების ტიპი | სსიპ |
საიტი | |
www.psh.gov.ge |
სსიპ "იუსტიციის სახლი" მომხმარებლებს აწვდის, მისი პარტნიორი საჯარო უწყებების: ნოტარიუსთა პალატის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საპენსიო სააგენტოს, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს და სხვათა სერვისებს, ისევე, როგორც კერძო ორგანიზაციების სხვადასხვა მომსახურებას. მისი მიზანია მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების, მაღალი ხარისხით მიწოდება, სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.
შესაბამისად, კერძო კომპანიების სერვისებთან ერთად, იუსტიციის სახლი გასცემს იმ დოკუმენტებსა და მომსახურებებს, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება. ამჟამად, იუსტიციის სახლში შესაძლებელია 450-ზე მეტი მომსახურებით სარგებლობა, ერთ სივრცეში.
მომსახურების სტრუქტურა
რედაქტირებაიუსტიციის სახლში მისულ მომხმარებელს შესასვლელთან საკონსულტაციო (თვითმომსახურების) სივრცის კონსულტანტები ეგებებიან, რომლებიც მას აწვდიან ინფორმაციას, მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ და ამისამართებენ შესაბამის ოპერატორთან.
იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოების, მომსახურების დარბაზი 3 ძირითად სივრცედ არის დაყოფილი:
- საკონსულტაციო (თვითმომსახურების) სივრცე;
- სწრაფი მომსახურების სივრცე;
- ხანგრძლივი მომსახურების სივრცე.
თვითმომსახურების სივრცე
რედაქტირებათვითმომსახურების სივრცეში მოთავსებულია ავტომატიზირებული სისტემები. მათი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს სხვადასხვა მომსახურება, როგორიცაა ქონების ან ბიზნესის შესახებ ამონაწერი, ბიომეტრული ფოტო პასპორტისთვის, თანხის განაღდება ბანკომატიდან, დისტანციური გადახდების წარმოება და ა.შ.
სწრაფი მომსახურების სივრცე
რედაქტირებასწრაფი მომსახურების სივრცეში მომხმარებელს შეუძლია ყველა იმ მომსახურების მიღება, რომლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5 წუთს არ აღემატება. მაგალითად, აქ გაიცემა მზა პასპორტი, პირადობის მოწმობა, აპოსტილით ან ლეგალიზაციის გზით დამოწმებული დოკუმენტი, სარეგისტრაციო გადაწყვეტილება თუ ამონაწერი უძრავი ქონებისა თუ ბიზნესის და ა.შ.
ხანგრძლივი მომსახურების სივრცე
რედაქტირებახანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომხმარებელს შეუძლია იმ მომსახურების მიღება, რომლის განხორციელებაც 5 წუთზე მეტ დროს მოითხოვს. ასეთებია: პასპორტზე განაცხადის ჩაბარება, ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება, არქივიდან ბიოგრაფიული ხასიათის ცნობის მიღება და სხვა ნებისმიერ მომსახურებაზე განაცხადის ჩაბარება.
მომსახურების სივრცის მსგავსი დაყოფა მინიმუმამდე ამცირებს ხანგრძლივი და ქაოტური რიგის წარმოქმნის საშიშროებას, მოქალაქეთა გადაადგილებას უფრო ორგანიზებულს და მოწესრიგებულს ხდის, ხოლო მომსახურების მიღების მსურველთა თანმიმდევრობას კი სპეციალურად ინტეგრირებული რიგის მართვის ელექტრონული სისტემა აწესრიგებს.
ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები (TOP ხუთეული)
რედაქტირება- პირადობის ელექტრონული მოწმობა;
- პასპორტი;
- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია;
- დაბადების რეგისტრაცია;
- ბიზნესის რეგისტრაცია ;
ფილიალები
რედაქტირებასაქართველოს სხვადასხვა სოფელსა და რაიონულ ცენტრში განლაგებულია იუსტიციის სახლის 90-მდე სტრუქტურული ერთეული (ე.წ. პატარა იუსტიციის სახლები), ხოლო იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოები (ე.წ. დიდი იუსტიციის სახლები) ამ ეტაპზე ფუნციონირებს საქართველოს შემდეგ ქალაქებში:
იუსტიციის სახლების გეოგრაფია
რედაქტირებაიუსტიციის სახლების გეოგრაფია | ||
---|---|---|
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იუსტიციის სახლი დაარქივებული 2012-05-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პროფილის ჯილდო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-04. ციტირების თარიღი: 2012-06-07.
- ↑ გაეროს ჯილდო[მკვდარი ბმული]