ტერმინს „გურჯაანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურჯაანი (მრავალმნიშვნელოვანი).

გურჯაანი — ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. არის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია

ქალაქი
გურჯაანი

გურჯაანის თავისუფლების ქუჩა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°44′40″ ჩ. გ. 45°48′00″ ა. გ. / 41.74444° ჩ. გ. 45.80000° ა. გ. / 41.74444; 45.80000
ამჟამინდელი სტატუსი 1934
ცენტრის სიმაღლე 415 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 8024[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,8 %
სომხები 1,4 %
რუსები 0,8 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 353[2]
საფოსტო ინდექსი 1500[3]
ოფიციალური საიტი http://www.gurjaani.ge/
გურჯაანი — საქართველო
გურჯაანი
გურჯაანი — კახეთის მხარე
გურჯაანი

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ მთისწინეთის და ალაზნის ველის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ.

ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9°C, ივლისისა 23.6°C. ნალექები 804 მმ წელიწადში.

სახელწოდება რედაქტირება

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. 1757 წელს შედგენილ „განწესებაში თეიმურაზ მეორისა საჭერემლო სამწყსოს მიბარების შესახებ“ გურჯაანი მოიხსენიება გურჯანად.

ისტორია რედაქტირება

 
გურჯაანი

1934 წელს შექიმნა ქალაქი გურჯაანი, რომელმაც მოიცვა ასევე კურორტი ახტალა. წარმოადგენდა სარკინიგზო კვანძს. გურჯაანში თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ღვინის, სპირტის, ყველ–კარაქის და საკონსერვო ქარხნები. განვითარებული იყო მევენახეობა და მეღვინეობა. ქალაქში მოქმედებდა საბაგირო გზა რომელიც ცენტრალურ პარკში ადიოდა.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 [4] 4 553
1959 [4]   8 186
1970 [4]   10 279
1979 [4]   10 954
1989[5]   12 872 6 001 6 871
2002[5]   10 027 4 580 5 447
2014[1]   8 024 3 728 4 296
2021[4]   7 535

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

გურჯაანში მოქმედებს ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. გურჯაანში და მის სიახლოვეს შემორჩენილია ისტორიული ძეგლები გურჯაანის ყველაწმინდა და ტატიას საყდარი.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  5. 5.0 5.1 [https://web.archive.org/web/20190821123826/http://census.ge/files/2002/geo/I%20tomi.pdf დაარქივებული 2019-08-21 საიტზე Wayback Machine. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი I]]