ტერმინს „წნორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ წნორი (მრავალმნიშვნელოვანი).

წნორიქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მდებარეობს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი.

ქალაქი
წნორი

ქალაქ წნორის ხედი სიღნაღიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°36′45″ ჩ. გ. 45°58′25″ ა. გ. / 41.61250° ჩ. გ. 45.97361° ა. გ. / 41.61250; 45.97361
ადრეული სახელები საქობოსუბანი, წნორისწყალი
ამჟამინდელი სტატუსი 1965
ცენტრის სიმაღლე 294
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 4815[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,6 %
რუსები 1,7 %
სომხები 1,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 355
საფოსტო ინდექსი 4200
წნორი — საქართველო
წნორი
წნორი — კახეთის მხარე
წნორი
წნორი — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
წნორი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 294 მ სიმაღლეზე, სიღნაღიდან 6 კმ, თბილისიდან 120 კმ. წნორში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,6 °C, იანვრისა 0,1 °C, ივლისისა 24,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -25 °C, აბსოლუტური მასიმუმი 40 °C.

1938 წლამდე საქობოსუბანი ეწოდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1965 წელს. საბჭოთა პერიოდში წნორის საქალაქო საბჭო მოიცავდა სოფლებს ასანური და კვენაკელი. აღნიშნული სოფლები 2002 და 2014 წლის აღწერებში აღარ იხსენიება და უშუალოდ ქალაქთანაა შეერთებული. წნორი სარკინიგზო მიმოსვლით დაკავშირებული იყო თბილისთან და თელავთან, ქალაქში იყო რკინიგზის სადგური, თუმცა ამჟამად სადგური უმოქმედოა.[2] 1981-1993 წლებში მოქმედებდა წნორი-სიღნაღის საბაგირო გზა (სიგრძე 4460 მ), მოქმედებდა ღვინის, საკონსერვო, რძის, კარაქის, ლუდის და ლიმონათის ქარხნები, მეფრინველეობის და მეცხოველეობის კომპლექსები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2023 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4796 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939[3] 1789 -- --
1959[3]   6010 -- --
1970[3]   2809 -- --
1979[3]   2517 -- --
1989[4]   2912 -- --
2002[4][5]   6066 -- --
2014[1]   4815 2251 2564
2019[3]   4767 -- --
2020[3]   4746 -- --
2021[3]   4771 -- --
2023[3]   4796 -- --

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Tsnoris-Tskali former Railway Station (ინგლისური)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Georgian City Population.
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
  5. ქ. წნორის მოსახლეობის რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა განპირობებულია ქალაქის საკრებულოსათვის დაქვემდებარებული ორი სოფლის — ასანურისა და კვენაკველის მიერთებით. (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.)