გურჯაანის მუნიციპალიტეტის გერბი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გერბიგურჯაანის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 30 აპრილს.

დეტალები
დამტკიცდა 30 აპრილი, 2010
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ტაძარი, ვერცხლის ჯვარი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი გურჯაანი

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი ტეხილად არის გადაკვეთილი და იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, მეორე ნაწილს 1/3.

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე მოთავსებულია ორგუმბათიანი შავკონტურებიანი მეწამული ტაძარი.
  • II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ორი ვერცხლის ჯვარი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი, ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „გურჯაანი“.

გერბის შესახებ

რედაქტირება

გერბში მთავარი „ფერების“ - მეწამულის, ვერცხლისა და ლურჯის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ისტორიული საფუძველი უდევს გერბის ფარში მოთავსებულ მთავარ ფიგურას - შენობას (ეკლესია), რომელიც სიმბოლურად გურჯაანის ყველაწმინდის ორგუმბათოვან, სამნავიან ბაზილიკას გადმოსცემს (ამგვარი არქიტექტურული სტილის საკულტო ნაგებობა ერთადერთია საქართველოში) გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი „გურჯაანი“, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება