გიორგი გუგავა (პოლიტიკოსი)
გიორგი „გაგა“ გუგავა (დ. 1 ივლისი, 1974, დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
გიორგი გუგავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ივლისი, 1974 |
დაბადების ადგილი | დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საერო უნივერსიტეტი „აჭარა“ |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | საქართველოს ლეიბორისტული პარტია |
1997 წელს დაამთავრა საერო უნივერსიტეტი „აჭარა“. 1997 წლიდან არის ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2002-2006 და 2006-2008 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი გუგავა (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი გუგავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)