ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი (დ. 17 იანვარი, 1978, თბილისი) — თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში (ყოფილი). მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში. პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“-ს ლიდერი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

ალეკო ელისაშვილი
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი
ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 2014 – 7 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2014 წლის ნოემბერი – 2015 წლის აპრილი
წინამორბედიელენე თევდორაძე
მემკვიდრეზვიად ქორიძე

დაბადებული17 იანვარი, 1978 (1978-01-17) (46 წლის)
თბილისი
საარჩევნი ოლქიცენტრალური საბურთალო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიამოქალაქეები
განათლებათბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტოლოგი
ჟურნალისტი
საქმიანობათბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე ელისაშვილი დაიბადა თბილისში. პოლიტოლოგიის მიმართულებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1996 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას „დილის გაზეთსა“ და „მერიდიანი 44“-ში. 1998 წლიდან იყო პროგრამა „ალიონის“ წამყვანი, მოგვიანებით მუშაობდა სახელმწიფო რადიოს I არხისა და რადიო „ორი“-ს საინფორმაციო პროგრამების და „პიკის საათი“-ს წამყვანად, ასევე იყო რადიო „იმედი“-ს საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი.[1]

ჟურნალისტური საქმიანობა

რედაქტირება

2004–2007 წლებში მუშაობდა „მეცხრე არხი“-ს საინფორმაციო კორესპონდენტად, მოგვიანებით, 2004–2007 წლებში - რადიო „თავისუფლება“-ს ჟურნალისტად. 2006–2012 წლებში ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრი“-ს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 2007–2009 წლებში იყო ტელევიზია „მაესტრო“-ს ჟურნალისტი. 2008–2014 წლებში იყო ტელევიზია „კავკასიას“ ჟურნალისტი.[1]

შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე

რედაქტირება

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე მსახურობდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მან ელენე თევდორაძე შეცვალა.

დამოუკიდებელი მაჟორიტარი

რედაქტირება

2014 წლის 15 ივნისიდან იყო თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი.[1] 2017 წლის 2 ოქტომბერს ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა, რაც სამი დღით ადრე საკრებულოში მიღებულ საკამათო გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისში ორი მიწის ნაკვეთი გადაეცემა. საკრებულოს დატოვებისკენ ელისაშვილი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდებდა.[2]

 
„მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია აქ სამსახურში სიარული, სხდომებში მონაწილეობა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ვინაიდან, ეს არის უბრალოდ შეურაცმხყოფელი, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხის და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ იყო ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო“
(ალეკო ელისაშვილი[2])

შემდგომი პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

მონაწილეობას იღებდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში, სადაც ხმათა 17,49% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3] 2020 წლის 4 აგვისტოს ახალი პარტია — „მოქალაქეები“ წარადგინა.[4]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“.[5]

ომი უკრაინაში

რედაქტირება

2022 წლის 13 მარტს ელისაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ალეკო ელისაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია
  2. 2.0 2.1 ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა
  3. „კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა“. imedinews.ge. 2017-10-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-08. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „ალეკო ელისაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა“. civil.ge. 2020-08-04. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.
  6. „დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში“.