ზვიად ქორიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1968 , თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

ზვიად ქორიძე
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივლისი, 2014 – 31 დეკემბერი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიალეკო ელისაშვილი

დაბადებული10 ოქტომბერი, 1968 (1968-10-10) (56 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაჟურნალისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს.

1986-1987 წლებში იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის “კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა „პიკის საათის “რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ „7 დღის “კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში „7 დღის “დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან „საქართველოს გაზეთის “მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა.[1] აღნიშნულ თანამდებობას იგი 2018 წლის 31 დეკემბრამდე იკავებდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება