იმედი (ტელერადიოკორპორაცია)

ქართული ტელეკომპანია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმედი (მრავალმნიშვნელოვანი).

იმედი — კერძო ტელე- და რადიოკომპანია საქართველოში, დაფუძნდა 2003 წლის 15 მარტს.

იმედი
ტელერადიოკორპორაცია იმედი
სლოგანი ახალი ამბები არის აქ!
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველო, ევროპა, აზია, ჩრდილოეთ აფრიკა
მაუწყებლობის არხი UHF30 (თბილისი)
დაფუძნდა 15 მარტი, 2003
მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ“
ხელმძღვანელ(ებ)ი მაკა ლომიძე
(გენ. დირექტორი)
საიტი www.imedi.ge

მისი დამფუძნებელია ჰოლდინგი ი-მედია. ტელეკომპანიის გარდა ჰოლდინგის სტრუქტურა საგამომცემლო, რადიო, ტელეპროდუქციის მწარმოებელ და სხვა კომპანიებს აერთიანებს. თავდაპირველად როცა ჰოლდინგი ინვესტორთა ჯგუფის მფლობელობაში იყო, მას ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობდა 2008 წლამდე, 6 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში (2003-2008) ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი იყო ბიძინა ბარათაშვილი. 2009-2012 წლებში, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლება დაკარგა. გენერალური დირექტორი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე იყო. 2010 წლის გაზაფხულზე „იმედი“ საქვეყნო სკანდალში აღმოჩნდა, როცა მის ერთ-ერთ გადაცემაში ე.წ. მომავლის მოდელირებული ქრონიკა წარადგინეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზია სა­ინ­ფორ­მა­ციო ფორ­მატ­ზე გა­და­ვიდა და ბადიდან გასართობი პროგრამები ამოიღო.[1] იმავე წელს „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა.[2]

ზოგადი ინფორმაცია

რედაქტირება

კომპანიის მიზანია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებტან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

ტელეკომპანიის ტექნიკურ ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ „On-Air Systems“ „იმედის“ მაუწყებლობისათვის ავტომატიზირებული სისტემა დაამონტაჟა. ფირმა „Rhode & Schwarz“, კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.

კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე „იმედის“ კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია “Quadrant Entertainment Group” და ნორვეგიული კომპანია „Teleplan“. ამჟამად „იმედს“ სხვა ექსპერტებთან ერთად კონსულტაციას კირილ ლეგატი უწევს.

იმედი უარს აცხადებს არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე. იმედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სამომავლო ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება. ამასთან პარტნიორებთან გამჭვირვალე ურთიერთობები ხელს შეუწყობს მათი საავტორო უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

საქართველოს ზოგიერთმა ძნელადმისადგომმა რეგიონმა სატელევიზიო სიგნალი პირველად სწორედ ტელეკომპანია ”იმედის” საშუალებით მიიღო.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

2004 წელს ტელეკომპანია იმედი ოლიმპიური თამაშების ექსკლუზიური მომწოდებელი იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

იმედის გადაცემათა ბადეში განსაკუთრებული ადგილი მუსიკალურ-გასართობ პროგრამებს ეთმობა. ამასთან, იმედი უახლესი მუსიკალური პროდუქციის ჩვენების სატელევიზიო უფლებასაც ფლობს.

ტელეკომპანია იმედი ასევე გადმოსცემს საკუთარ სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს. მაუწყებლობა ხორციელდება 24-საათიან რეჟიმში, ხოლო საინფორმაციო გამოშვება სამ საათში ერთხელ.

ტექნიკური ინფორმაცია

რედაქტირება

ტელეკომპანიას გააჩნია სამი – საინფორმაციო, სპორტის და შემოქმედებითი სტუდია, პავილიონი, ორი სააპარატო, 16 სამონტაჟო, საგრიმიორო, სადეკორაციო და სარემონტო ჯგუფი. საეთერო მომსახურება ავტომატიზირებული სისტემით ხორციელდება.

„იმედი“ აღჭურვილია: პროფესიული კამერების ბაზა Sony-ს DVCAM-ის ფორმატის 150-ე, 250-ე და 370-ე სერიის ვიდეოკამერებით. ტელეკომპანიას გააჩნია სტედიკამი, ურიკა რელსებზე, კამერის ამწე, აგრეთვე 8 კამერიანი მოძრავი სატელევიზიო სადგური.

პირდაპირი ჩართვებისათვის გამოიყენება სარელეო სადგურები და კოსმოსური გადამცემები „FLY-AWAY“.

ტელევიზია მუშაობს ციფრულ რეჟიმში (გამოსახულება და სტერეო ხმა), თუმცა მოსახლეობას, თუ ისინი თანამგზავრის საშუალებით არ იღებენ სიგნალს, გამოსახულება ანალოგურ ფორმატში მიეწოდება.

ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობისათვის მაღალტექნოლოგიური ავტომატიზირებული სისტემა ინგლისურმა კომპანიამ On-Air Systems-მა დაამონტაჟა. ტელესიგნალის გავრცელებაზე კი, ფირმა Rhode & Schwarz ზრუნავს. მისი 12 მაღალხარისხიანი გადამცემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში: მარნეულში, ყვარელში, თელავში, თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, ოზურგეთში, ახალქალაქში, ბორჯომში ზესტაფონშია განლაგებული.

ტელეკომპანია იმედი დეციმეტრულ დიაპაზონზე მაუწყებლობს. კოსმოსური სადგური Eurasiasat 42 E საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საუკეთესო, ციფრული სიგნალის გავრცელების საშუალებას იძლევა.

ტელეკომპანია „იმედის“ პროგრამებს საქართველოს ქალაქები შემდეგ არხებზე იღებენ:

ტელეკომპანია იმედი თავისი მაუწყებლობით საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება