გიორგი ლომია
გიორგი ლომია (დ. 10 მაისი, 1975, თბილისი)[1] — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.
გიორგი ლომია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1975 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ |
საქმიანობა | პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი ლომია დაიბადა 1975 წლის 10 მაისს. მან დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2003-2012 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ნათელი გზა“ გენერალური დირექტორი. 2005-2006 წლებში იგი იყო თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიეთობის კომისიის მთავარი სპეციალისტი. 2006-2016 წლებში იკავებდა „საქართველოს სპორტსმენთა ლიგის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს „კიოკუშინკაი კარატეს“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2007-2016 წლებში. 2011-2012 წლებში იყო „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი. 2013 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი უსაფრთხოების საკითხებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2017 წლიდან „საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაციის“ პრეზიდენტი.
2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[2] სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა ირმა ინაშვილთან და გოჩა თევდორაძესთან ერთად საკუთარი განცხადების საფუძველზე (გაყალბებული არჩევნების მოტივით) შეუჩერა.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ლომია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ლომია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი ლომია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2020-01-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-25. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ „პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა“. netgazeti.ge. 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)