საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024
მოცემულ სტატიაში „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024“ აღწერილია მიმდინარე მოვლენები. ინფორმაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მოვლენათა განვითარებასთან ერთად.გაითვალისწინეთ, რომ პირველადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ხარვეზებს. ამჟამად თქვენ უყურებთ ვერსიას, რომლის ბოლო რედაქტირების დროა: 2024 წლის 25 ნოემბერი, 13:31 (UTC) (ქეშის გასუფთავება). |
საქართველოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 2024 წლის 26 ოქტომბერს.[3][4]
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა და მასში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, ხმათა 48,22%-ით.
2024 წელს საქართველოში იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელშიც პირველად პრეზიდენტი აირჩევა ახალი სისტემით. საქართველოს პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიაში შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
საარჩევნო სისტემა
რედაქტირება2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2024 წლისთვის 5%-იანი ბარიერის მქონე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის.[5][6][7] წინარე სისტემით პარლამენტის 77 დეპუტატი პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით, ხოლო 73 კი მაჟორიტარული სისტემით ირჩეოდა. 2020 წლის მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 1%-იანი ბარიერით, 120/30-ზე პროპორციით ჩატარდა.
2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.[8]
2023 წლის 9 თებერვალს 88 ხმით 3-ის წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო.[9] ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის თქმით ცვლილება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს შეეხო.
2023 წლის 15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდა და გამოთქვა იმედი რომ საპარლამენტო ასამბლეა 2024 წლის არჩევნებს დააკვირდება.[10]
2024 წლის 4 აპრილს პარლამენტმა, საპარლამენტო უმრავლესობის და „გირჩის“ შეთანხმების შემდეგ, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმებას დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა.[11] იმავე წლის 18 აპრილს პრეზიდენტმა ცვლილებას ვეტო დაადო,[12] თუმცა 15 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.[13]
პოლიტიკური მოვლენები
რედაქტირება2021 წლის 16 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:[14]
2023 წლის 20 ივლისს გაიმართა „გამარჯვების პლატფორმის“ პრეზენტაცია. ალიანსში „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდნენ.[15]
2023 წლის 21 ივლისს პარტიამ „საქართველოსთვის“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არ გეგმავს გაერთიანებას არცერთ სხვა პარტიასთან.[16]
2023 წლის 6 სექტემბერს „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ საარჩევნო გაერთიანების შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.[17]
2023 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Radio France Internationale-ს ინტერვიუში მომავალი არჩევნები „მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსად“ შეაფასა.[18] 2023 წლის 15 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა არ იგეგმება.[19]
2023 წლის 4 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა დატოვა.[20] 2023 წლის 5 დეკემბერს პარტია ზუგდიდში 17-მა წევრმა, მათ შორის საკრებულოს 14-მა დეპუტატმა დატოვა.[21] 2023 წლის 6 დეკემბერს ხობში პარტია 30-მდე წევრმა, მათ შორის 10-მა საკრებულოს წევრმა დატოვა.[22] პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოს 5-მა დეპუტატმა.
2023 წლის 7 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის დატოვებისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა.[23] 2023 წლის 10 დეკემბერს პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაცია 300-მდე წევრმა და 15-მა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა.[24]
2023 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმულ კითხვაზე ჩაერთვება თუ არა არჩევნებში რომელიმე ამპლუაში, მან უპასუხა:[25]
„თუ სასწორზე იქნება საქართველოს ევროპული მომავალი, ყველაფერს განვიხილავ“
|
2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა არაელექტრონული, ე. წ. „ლამინირებული პირადობის მოწმობებით“ შეეძლებათ.[26]
2023 წლის 19 დეკემბერს თბილისში ბრიფინგი გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, სადაც იმედი გამოთქვა რომ „2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ“.[27]
2023 წლის 30 დეკემბერს გაიმართა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, სადაც ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, რომელმაც პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.[28][29]
2024 წლის 8 იანვარს პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ცნობილი გახდა, რომ ისინი წარადგენდნენ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც შეიცვლებოდა პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით იქნებოდა არჩეული.[30]
2024 წლის 24 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონსერვატიული პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას“. დეკლარაციაზე ხელი მოაწერა შემდეგმა პარტიებმა: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“, „ქართული იდეა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“ და „ეროვნული ერთიანობის პარტია“. კონსერვატიული პარტიები და ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის სიით მიეღოთ მონაწილეობა.[31]
2024 წლის 8 ივლისს ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალ პლატფორმაში გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმშენებელი. 2024 წლის 17 აგვისტოს პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა. [32]
2024 წლის 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.[33] ამ გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ეწოდა. 18 აგვისტოს კოალიციას შეუერთდნენ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“.[34]
2024 წლის 16 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებოდა.[35]
2024 წლის 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ არჩევნებისთვის გაერთიანდნენ.[36] ამ კოალიციას „ძლიერი საქართველო“ ეწოდა. 12 აგვისტოს კოალიციას პარტია „მოქალაქეებიც“ შეუერთდა.[37]
2024 წლის 25 სექტემბერს პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის” საარჩევნო სია წარადგინა. პარტიული სიის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ გახარიას გუნდს „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური შეუერთდა. ძიძიგური პარტიულ სიაში მეხუთე ნომრად ჩაწერეს.[38]
საქართველოს პარლამენტი 2023 წლის მდგომარეობით
რედაქტირებაპარტია | მანდატების რაოდენობა |
---|---|
ქართული ოცნება – ხალხის ძალა (საპარლამენტო უმრავლესობა) | 84 |
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ | 20 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ | 6 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ (სტრატეგია აღმაშენებელი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებელი დეპუტატები) | 4 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ | 4 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ | 4 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ | 2 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ | 2 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ | 2 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ | 2 |
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ | 2 |
საპროტესტო გამოსვლები (2024)
რედაქტირება15 აპრილიდან დაიწყო ქუჩის დემონსტრაციების სერია საქართველოს მასშტაბით, რისი მიზეზიც გახდა პარლამენტის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ახალი რედაქციის მხარდაჭერა. კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის აგენტებად“, თუ მათი საგარეო დაფინანსება მათი მთლიანი შემოსავლის 20 %-ზე მეტს შეადგენს. თბილისში პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი საპროტესტო აქციების დასაშლელად
Megobari Act
რედაქტირება2024 წლის 11 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა „Megobari Act“ („ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“) მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „არამეგობრული აქტი“ უწოდა.[39]
რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტი, ერთი მხრივ, ითვალსიწინებთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო - მეორე მხრივ - სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამოთხვრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის. კონგრესმენის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს და, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.[40]
გამოკითხვები
რედაქტირებაგამუქებული პარტიები ლახავენ 5%-იან ბარიერს.
თარიღი | მასშტაბი | ჩამტარებელი | ქართული ოცნება | ერთიანობა | საქართვე-ლოსთვის | კოალიცია ცვლილებისთვის | ძლიერი საქართველო | აპც-გირჩი | სლპ | პატრიოტთა ალიანსი | არცერთი პარტია | სხვები | N/A | უპირატესობა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | ხალხის ძალა | ენმ | სა | ეს | გირჩი-მთ | დროა | ახალი | სრპ | ლელო | ხალხის-თვის | თმ | მოქალა-ქეები | სპა | კმ/ალტ-ინფო | ||||||||||
12–21 ოქტ 2024 | 1,704 | GORBI | 60.2 | 15.4 | 2.9 | 9 | 3.3 | 2.8 | 2 | 1.9 | – | 2.5 | – | 44.8 | ||||||||||
11–20 ოქტ 2024 | 1,520 | Savanta | 35 | 16 | 8 | 19 | 9 | 3 | 2 | 3 | – | 5 | – | 16 | ||||||||||
1–18 ოქტ 2024 | 1,200 | Edison Research | 34 | 18 | 11 | 14 | 10 | 4 | 5 | 3 | – | 1 | – | 16 | ||||||||||
29 სექ–8 ოქტ 2024 | 1,561 | Savanta | 36 | 14 | 10 | 18 | 8 | 3 | 2 | 3 | – | 6 | – | 18 | ||||||||||
18–30 სექ 2024 | 1,700 | GORBI | 59.5 | 13.6 | 3.8 | 10.3 | 4.5 | 2.7 | – | 2.5 | – | 3.1 | – | 45.9 | ||||||||||
17–29 სექ 2024 | 1,200 | Edison Research | 33 | 19 | 11 | 13 | 12 | 4 | 4 | 3 | – | 1 | – | 14 | ||||||||||
10–22 სექ 2024 | 1,200 | Edison Research | 32 | 20 | 11.9 | 11.9 | 9.9 | 4.7 | 5 | 3.6 | – | 1 | – | 12 | ||||||||||
1–15 სექ 2024 | 1,200 | Edison Research | 32.3 | 20 | 10.5 | 10.9 | 9.3 | 6 | 5.1 | 3.6 | – | 2.3 | – | 12.3 | ||||||||||
29 აგვ–8 სექ 2024 | 1,000 | Edison Research | 34 | 19.2 | 10.6 | 9.1 | 9.8 | 5.9 | 5.1 | 3 | – | 3.3 | – | 14.8 | ||||||||||
24 ივლ –4 აგვ 2024 |
1,700 | GORBI | 59.3 | 13.1 | 2.2 | 4.8 | 5.5 | – | 5.8 | – | 2.1 | – | 3 | – | 4.2 | – | 46.2 | |||||||
11–24 ივლ 2024 | 1,000 | Edison Research | 32.4 | 17.3 | 1.9 | 11.2 | 9.9 | – | 12.9 | 2.2 | 5.2 | 3.3 | 2.6 | – | 1.3 | – | 15.1 | |||||||
ივნ–ივლ 2024 | 2,000 | ISSA | 34.4 | 0.8 | 16.9 | 4.4 | 6.9 | 5.1 | 12.4 | – | 8 | 2.3 | – | 1.6 | 1.9 | 1.8 | 2.1 | 0.9 | – | 0.3 | – | 17.5 | ||
1–10 აპრ 2024 | 1,601 | ISSA | 37.4 | 0.6 | 18.8 | 2.3 | 5.2 | 1.7 | 13.8 | 0.4 | 4.7 | 1.8 | – | 2.2 | 1.7 | 2.7 | 0.6 | 2.2 | – | 3.9 | – | 18.6 | ||
11–18 მარ 2024 | 1,711 | GORBI | 60.4 | – | 12.6 | 4.5 | 3.7 | 3 | 1.6[ა] | – | 4.7 | – | – | 0.6 | 1.4 | 0.6 | 0.9 | – | – | 6 | – | 47.8 | ||
1–22 დეკ 2023 | 1,500 | Edison Research | 36.6 | 2.5 | 21.5 | 0.7 | 8.8 | 5 | – | – | 6.7 | 3.7 | – | 1.7 | 2.9 | 4.7 | 1.7 | 3 | – | 0.5 | – | 15.1 | ||
20 ოქტ –6 ნოე 2023 |
1,000 | Edison Research | 37 | 3 | 21 | 1 | 9 | 4 | – | – | 5 | 4 | – | 3 | 4 | 4 | 2 | 3 | – | 1 | – | 16 | ||
30 სექ–20 ოქტ 2023 | 1,212 | GORBI | 55 | – | 20 | 3 | 3 | 4 | – | – | 4 | – | – | 1 | 1 | 2 | 2 | – | – | 5 | – | 35 | ||
14 სექ–14 ოქტ 2023 | 1,200 | IRI[ბ] | 25 | 1 | 16 | <1 | 4 | 2 | – | – | 2 | 2 | – | 2 | 3 | 2 | 1 | 1 | 17 | 1 | 23 | 9 | ||
7–24 სექ 2023 | 1,500 | Edison Research | 37 | 3 | 22 | 1 | 10 | 4 | – | – | 4 | 4 | – | 2 | 4 | 4 | 1 | 3 | – | <1 | – | 15 | ||
25 მაი–14 ივნ 2023 | 1,500 | Edison Research | 37 | 2 | 25 | 3 | 1 | 6 | 4 | 2 | – | – | 4 | 3 | – | 2 | 3 | 5 | 1 | 2 | – | – | – | 12 |
22 აპრ–7 მაი 2023 | 1,212 | GORBI | 53 | – | 19 | 4 | 2 | 2 | 3 | – | – | – | 2 | – | – | 2 | 1 | 3 | 2 | – | – | 7 | – | 34 |
4–23 მარ 2023 | 1,500 | IRI[ბ] | 19 | <1 | 14 | 2 | 1 | 3 | 3 | 1 | – | – | 2 | 2 | – | 2 | 2 | 2 | <1 | 1 | 16 | <1 | 27 | 5 |
17–30 ნოე 2022 | 2,024 | GORBI | 52 | – | 23 | 3 | 3 | 1 | 3 | – | – | – | 3 | – | – | 2 | 2 | 1 | 3 | – | – | 4 | – | 29 |
13 სექ–2 ოქტ 2022 | 1,500 | IRI[ბ] | 25 | – | 12 | 1 | – | 3 | 3 | 2 | – | – | 1 | 2 | – | 1 | 2 | 2 | 2 | 1 | 17 | 2 | 23 | 13 |
4–24 მარ 2022 | 1,486 | IRI[ბ] | 31 | – | 16 | 2 | – | 4 | 1 | 2 | – | – | 2 | 2 | – | 1 | – | 2 | 1 | 1 | 15 | 2 | 19 | 15 |
არჩევნები 2020 | 48.22 | – | 27.18 | 3.15 | 3.79 | – | – | – | – | – | 3.15 | – | – | 1.33 | 2.89 | 1.00 | 3.14 | – | – | 6.13 | – | 21.04 |
სარჩევნო დღე
რედაქტირებააქტივობა
რედაქტირება10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 9,27 % (ანუ 324 197 ამომრჩეველი) შეადგინა.[41]
12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 22,22 % (ანუ 776 726 ამომრჩეველი) შეადგინა.[42]
15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41,62 % (ანუ 1 454 837 ამომრჩეველი) შეადგინა.
17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50,6 % (ანუ 1 768 816 ამომრჩეველი) შეადგინა.
20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94 % (ანუ 2 060 412 ამომრჩეველი) შეადგინა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ქართული ოცნების“ სიაში არიან „ხალხის ძალის“ წევრები
- ↑ „ლელომ“ მიიღო 4 მანდატი, ხოლო „მოქალაქეებმა“ – 2
- ↑ PM: Next Parliamentary Elections Will Be Held in 2024 en-US (2021-03-16). ციტირების თარიღი: 2022-02-22
- ↑ Georgia's Central Election Commission reveals date, procedures for 2024 parliamentary vote. ციტირების თარიღი: 2024-01-30
- ↑ MPs Pass Constitutional Changes with First Reading (2017-06-23). ციტირების თარიღი: 2022-01-05
- ↑ „Parliament Approves Constitution on Final Reading“. Civil Georgia. 27 September 2017. ციტირების თარიღი: 27 September 2017.
- ↑ „Key Points of Newly Adopted Constitution“. Civil Georgia. 27 September 2017. ციტირების თარიღი: 27 September 2017.
- ↑ „90% of Voters Will Vote Electronically in 2024 Parliamentary Elections“. Civil Georgia. 6 February 2023. ციტირების თარიღი: 10 February 2023.
- ↑ „Parliament Approves Amendments on Gender Quotas“. Civil Georgia. 10 February 2023. ციტირების თარიღი: 10 February 2023.
- ↑ შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან
- ↑ „Parliament Abolishes Quotas for Women MPs“. Civil Georgia. 04 April 2024. ციტირების თარიღი: 04 April 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „President Vetoes Abolition of Quotas for Women MPs“. Civil Georgia. 18 April 2024. ციტირების თარიღი: 18 April 2024.
- ↑ „Parliament Overrides President's Veto on Abolition of Quotas for Women MPs“. Civil Georgia. 15 May 2024. ციტირების თარიღი: 15 May 2024.
- ↑ შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება — პრემიერი
- ↑ “გამარჯვების პლატფორმა”- ენმ და “სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანს ქმნიან
- ↑ პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება
- ↑ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან
- ↑ სალომე ზურაბიშვილი: „მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია“
- ↑ კობახიძე: ენმ-ს გარდა ყველა 5%-ს ქვემოთაა, არ ვაპირებთ ბარიერის დაწევას მათ სასარგებლოდ
- ↑ ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
- ↑ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 17-მა წევრმა ზუგდიდში
- ↑ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 30-მდე წევრმა ხობში
- ↑ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარი პარტიის შექმნის გეგმებზე საუბრობს
- ↑ ნაციონალური მოძრაობა თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს
- ↑ Georgian President Says No EU Green Light Means A Win For Russia
- ↑ პარლამენტმა ე.წ. ლამინირებული პირადობებით ხმის მიცემაზე კანონპროექტი მე-3 მოსმენით მიიღო
- ↑ ხავიერ კოლომინა - ნატო-სთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, პრინციპული ღირებულება აქვს - იმედი გვაქვს, 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ
- ↑ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა
- ↑ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს
- ↑ ბექა ლილუაშვილი : პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა დაბრუნდეს
- ↑ „პატრიოტები“, „ალტ-ინფო“ და სხვა კონსერვატორები საარჩევნოდ გაერთიანდნენ
- ↑ პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
- ↑ „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ არჩევნებისთვის ერთიანდებიან
- ↑ რესპუბლიკური პარტია და "აქტივისტები მომავლისთვის" კოალიციას ცვლილებებისთვის შეუერთდნენ (2024-08-18). ციტირების თარიღი: 2024-09-14.
- ↑ საპარლამენტო არჩევნებზე "ხალხის ძალა" "ქართული ოცნების" სიაში იქნება
- ↑ „ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ (2024-07-17). ციტირების თარიღი: 2024-07-21.
- ↑ პოლიტიკურ გაერთიანებას „ძლიერი საქართველო“ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" შეუერთდა (2024-08-12). ციტირების თარიღი: 2024-08-12.
- ↑ პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის” საარჩევნო სია წარადგინა - პარტიას შეუერთდნენ ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი
- ↑ ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“
- ↑ რა არის MEGOBARI Act?, დავით ბერაძე
- ↑ 10:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 9.27%-ია. tabula.ge (2024-10-26). ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2024.
- ↑ 12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 22.22%-ია. tabula.ge (2024-10-26). ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2024.