გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე (დ. 20 მაისი, 1977, თბილისი[1]) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. იუსტიციის პოლკოვნიკი (2008); პოლიციის პოლკოვნიკი (2017).
გივი მიქანაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მაისი, 1977 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
ჯილდოები | „თანამშრომლობის გაძლიერების“ მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1977 წლის 20 მაისს, თბილისში.
განათლება
რედაქტირება1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში ვარშავაში გაიარა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კურსი (ადამიანის უფლებათა ექსპერტი). 2001-2004 წლებში სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მაძიებელი, კვლევითი თემა: „ომბუდსმენის ინსტიტუტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში“. 2004 წელს გაეროს ჟენევის ოფისის სტაჟიორი.
2009 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტი (სამართლის მაგისტრატურა).
2013 წელს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის დოქტორანტი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა საქართველოში“.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება1998-1999 წლებში კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლის“ დირექტორი. 1999 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოწვეული სპეციალისტი. 1999-2000 წლებში სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტის რეფერენტ-იურიკონსულტი. 2000-2002 წლებში საჯარო სკოლა „ბალავარის“ პედაგოგი. 2000-2001 წლებში გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი. 2001-2003 წლებში კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე. 2001-2002 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოწვეული ლექტორი. 2003-2004 წლებში კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე. 2004-2005 წლებში ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ – ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში. 2005 წელს ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ – პროექტის დირექტორი. 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2009 წელს თბილისის მერიის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე. 2009 წელს მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროექტში „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“. 2010-2013 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის ოფიცერი. 2011-2015 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2013-2017 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2013-2015 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი. 2015-2016 წლებში ევროპის საბჭოს პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი. 2016-2018 წლებში საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი. 2016-2018 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2023 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მიღებული აქვს „თანამშრომლობის გაძლიერების“ მედალი (24 იანვარი 2017).
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის 42-ე ნომრად წარადგინა. [2]
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი
რედაქტირება2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[4] 2021 წლის 13 მაისს გივი მიქანაძე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. [5] [6] [7] 2021 წლის 26 ივლისს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა. [8] ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე მიქანაძემ განაცხადა:
2022 წლის 28 მარტს გივი მიქანაძე ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი გახდა. [10] საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის 18 აგვისტოს 2-12265/22 გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად, ხოლო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა გივი მიქანაძე. ჯგუფის პირველი შეხვედრა ამავე დღეს გაიმართა. [11]
„საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენადაციების საფუძველზე“
|
[12] 2022 წლის 17 ოქტომბერს მიქანაძე საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში შეხვდა საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რენატა ლევოვსკის და პროგრამების მენეჯერს, დავით ღონღაძეს. [13] 2022 წლის 6 დეკემბერს ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გივი მიქანაძის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი („კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“) მიიღო [14] 2023 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიქანაძის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას 85 ხმით დაუჭირა მხარი. [15] 28 აპრილს კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. [16] 2023 წლის 12 მაისს მიქანაძე იტალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სენატის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჯულია კოზენცასა და ქვედა პალატის კომიტეტის თავმჯდომარეს, ფედერიკო მოლიკონეს შეხვდა. [17] 2023 წლის 24 მაისს კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე კვიპროსის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ხრიზანტოს სავიდესს შეხვდა. [18] 2023 წლის 15 სექტემბერს გივი მიქანაძე ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. [19]
2020-2021 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2020-2022 წლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. 2021 წლის თებერვლიდან აპრილამდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2022 წლიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. 2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. 2023 წლის 4 აპრილიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 2023 წლის 25 აპრილს გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. [20]
2020-2023 წლებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2021 წლის 18 თებერვლიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ამავე პერიოდიდან საბერძნეთისა და კვიპროსის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელი. 2021 წლის 9 ივნისიდან ისრაელი სახელმწიფოს პარლამენტთან (ქნესეთი) მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2022 წლის 7 ოქტომბრიდან მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.
2021 წლის 5 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრი (სათადარიგო შემადგენლობა). საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრი (ძირითადი შემადგენლობა).
2022 წლის 2 ოქტომბერს გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც მალტელ კოლეგასთან ერთად სადამკვირვებლო მისია სოფიას შემოგარენში, ქალაქ პერნიკსა და ქალაქ კიუსტენდილში და მიმდებარე დასახლებული პუნქტების საარჩევნო უბნებში განახორციელა. [21]
აკადემიური საქმიანობა
რედაქტირებაარის 17 სტატიისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორი და 6 სახელმძღვანელოს თანაავტორი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ადამიანის უფლებათა დაცვა : კანონმდებლობა და პრაქტიკა : სტატიათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, 2018. - 324გვ.. - ISBN: 9789941956744
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი ; ფრაიბურგი ; სტრასბურგი, მერიდიანი, 2016. - 344გვ.. - ISBN: 9789941250262
- პრობაციის სამართალი : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, 2015. - 456გვ.. - ISBN: 9789941080630
- ადამიანის უფლებათა სტანდარტების გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე : სტატიათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი , გამ-ბა "მერიდიანი", 2015. - 314გვ.. - ISBN: 9789941250781
- სასჯელაღსრულების სამართალი : სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, იურისტების სამყარო, 2014. - 516გვ.. - ISBN: 9789941935466
- ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლებრივი რეფორმა საქართველოში : სტატიათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, 2014. - 364გვ.
- ადამიანის უფლებათა დაცვა : მიღწევები და გამოწვევები : სტატიათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, giz, 2012. - 231გვ.. - ISBN: 9789941925641
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი : არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კრიმინოლოგიური, სისხლისსამართლებრივი, პენიტენციური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები (თანაავტორი). - თბილისი, 2011. - 238გვ.. - ISBN: 9789941033483
- არასრულწლოვან, ქალ და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებთან მოპყრობის თავისებურებანი (ავტორი). - თბილისი, 2008. - 192გვ.. - ISBN: 9789941006722
- ტრენერთა სახელმძღვანელო პენიტენციურ და პრობაციის სფეროში (ავტორი). - თბილისი, შპს „ფინანსები“, 2006. - 400გვ.. - ISBN: 9994067591
- ევროპის ომბუდსმენები (ავტორი). - თბილისი, შატბერდი, 1999. - 350გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-04. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ ცესკო[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი, გივი მიქანაძის თავმჯდომარედ არჩევის თაობაზე -13.05.2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11.11.2023. ციტირების თარიღი: 18.10.2023.
- ↑ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს - 13.05.2021
- ↑ საქართველოს პარლამენტის დადგენილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ - 17.02.2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11.11.2023. ციტირების თარიღი: 18.10.2023.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-10-18.
- ↑ გივი მიქანაძე: „2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-10-18.
- ↑ გივი მიქანაძე ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-11-11.
- ↑ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-10-18.
- ↑ გივი მიქანაძე: საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიზანია მოხდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენადაციების საფუძველზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-10-18.
- ↑ გივი მიქანაძე საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-10-18.
- ↑ ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გივი მიქანაძის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-11-11.
- ↑ პარლამენტმა განათლების და მეცნიერების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-10-18.
- ↑ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-10-18.
- ↑ საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-01. ციტირების თარიღი: 2024-02-01.
- ↑ საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-01. ციტირების თარიღი: 2024-02-01.
- ↑ საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-01. ციტირების თარიღი: 2024-02-01.
- ↑ გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-11. ციტირების თარიღი: 2023-11-11.
- ↑ გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიით იმყოფება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-13. ციტირების თარიღი: 2023-11-13.