ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვენეციის კომისია, ოფიციალურად ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავადევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შედგება კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. იგი შეიქმნა 1990 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საკონსტიტუციო დახმარების გადაუდებელი აუცილებლობის დროს.

ვენეციის კომისია
შექმნა 10 მაისი, 1990; 34 წლის წინ (1990-05-10)
დაფუძნების ადგილი ვენეცია, იტალია
შტაბ-ბინა სტრასბურგი, საფრანგეთი (სამდივნო)
Scuola Grande di San Giovanni Evangelista, ვენეცია, იტალია (პლენარულ სხდომათა ადგილი)
მშობელი ორგანიზაცია ევროპის საბჭო
ვებგვერდი venice.coe.int

სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დამცველი კომისიის, როგორც საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის იდეა ჩაიფიქრა იტალიის საზოგადოებრივი პოლიტიკის კოორდინაციის მინისტრმა ანტონიო მარიო ლა პერგოლამ.[1] მან სახელი შეარჩია საკუთარი თეორიის გამო, რომლის მიხედვით მდგრადი დემოკრატიები შეიძლებოდა მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ ჩარჩოში აშენდეს.

კომისიის შექმნის შესახებ ოფიციალური წინადადება წარმოადგინა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანი დე მიკელისმა, რომელმაც 1989 წლის 31 მარტიდან 1 აპრილამდე ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვენეციაში მიიწვია, კონფერენციაზე „კონფერენცია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად ევროპული კომისიის შექმნისთვის“. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ევროპის საბჭოს წევრი 21 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად.

მინისტრთა კომიტეტმა, რომელსაც სურდა დახმარებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, დაამტკიცა კომისიის შექმნა, როგორც ნაწილობრივი შეთანხმება ვენეციის სესიაზე 1990 წლის 19-20 იანვარს. ამ შეხვედრაში დამკვირვებლების სახით ასევე მონაწილეობდნენ ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, პოლონეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, რუმინეთის, საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები.

1990 წლის 10 მაისს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა 18 ქვეყნიდან (ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, პორტუგალია, სან-მარინო, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და თურქეთი) მიიღეს კომისიის დებულება.

წევრი ქვეყნები

რედაქტირება
 
  წევრები
  ასოცირებული წევრები
  დამკვირვებლები
  სპეციალური სტატუსის მქონე ქვეყნები

18 წევრი ქვეყნიდან დაწყებული, მალე ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა შეუერთდა ვენეციის კომისიას. 2002 წლიდან არაევროპული სახელმწიფოებიც შეიძლება გახდნენ სრულუფლებიანი წევრები. 2014 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, კომისია ითვლის 60 წევრ სახელმწიფოს – ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოს და 13 სხვა ქვეყანას.[2] ბელარუსი კომისიის ასოცირებული წევრია. კომისიას ხუთი დამკვირვებელი წევრი ჰყავს. პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას და სამხრეთ აფრიკას აქვთ დამკვირვებლების მსგავსი თანამშრომლობის სპეციალური სტატუსი.[3] ევროკავშირი, ეუთო / ODIHR და IACL/AIDC (კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაცია / Association internationale de droit constitutionnel) მონაწილეობას იღებენ კომისიის პლენარულ სხდომებში.

წევრები არიან „უფროსი აკადემიკოსები, განსაკუთრებით კონსტიტუციური ან საერთაშორისო სამართლის სფეროებში, უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ან ეროვნული პარლამენტების წევრები“.[4] კომისიაში მოქმედებენ თავიანთი ინდივიდუალური უფლებამოსილებით, წევრები ინიშნებიან ოთხი წლის ვადით მონაწილე ქვეყნების მიერ.

საქმიანობის სფეროები

რედაქტირება

ვენეციის კომისიის მუშაობის ძირითადი აქცენტი კონსტიტუციების პროექტებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზეა, მაგრამ კომისია ასევე განიხილავს პარაკონსტიტუციურ კანონს, ანუ კონსტიტუციასთან მიახლოებულ კანონებს.

კომისიას მოსაზრების მომაზადების თხოვნით მიმართავს მონაწილე სახელმწიფო, ევროპის საბჭოს რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია. კომისიის მიერ მიღებული მოსაზრებები არ არის სავალდებულო, მაგრამ უმეტესად მას მიჰყვებიან წევრი სახელმწიფოები. 

კომისიის საქმიანობის სფეროებია: 

დემოკრატიული ინსტიტუტები და ძირითადი უფლებები

რედაქტირება

ვენეციის კომისიის უპირველესი ამოცანაა დაეხმაროს და რჩევები მისცეს ცალკეულ ქვეყნებს კონსტიტუციურ საკითხებში, რათა გაუმჯობესდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების დაცვა. უკვე 1991 წელს კომისიამ ხელი შეუწყო რუმინეთის პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის შექმნას 1947 წლის შემდეგ.

მუშაობის მეთოდი

რედაქტირება

სამუშაო მეთოდი ასეთია: როცა კომისია ამხადებს მოსაზრებას აა თუ იმ საკითხზე, ის ჯერ ქმნის მომხსენებელთა სამუშაო ჯგუფს (ძირითადად მისი წევრებისგან), რომელიც უწევს კონსულტაციას ეროვნულ ხელისუფლებას შესაბამისი კანონის მომზადებაში. ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნის პროექტს, აკმაყოფილებს თუ არა საკანონმდებლო ტექსტი თავის სფეროში არსებულ დემოკრატიულ სტანდარტებს და როგორ გავაუმჯობესოთ იგი საერთო გამოცდილების საფუძველზე. დასკვნის პროექტი განიხილება და მიიღება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სესიაზე, როგორც წესი, ამ ქვეყნის წარმომადგენლების თანდასწრებით. მიღების შემდეგ მოსაზრება ხდება საჯარო და გადაეგზავნება მომთხოვნ ორგანოს.

არადირექტიული მიდგომა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსაზრებები ძირითადად ასახულია მიღებულ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისია წევრ ქვეყანას მის გადაწყვეტილებას თავს არ ახვევს. ამის მაგივრად ის ირჩევს არადირექტიულ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია დიალოგზე. ამ მიზეზით, სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი, სტუმრობს შესაბამის ქვეყანაში და ხვდება საკითხში ჩართულ სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს, რათა ჩამოუყალიბდეს სიტუაციაზე ობიექტური ხედვა.

კონფლიქტის მოგვარება იურიდიული კონსულტაციის გზით

რედაქტირება

კონფლიქტის მოგვარების, პოლიტიკური შეთანხმება უნდა იყოს გამყარებული ეფექტური სამართლებრივი ტექსტით. ასევე შესაძლებელია სამართლებრივი ტექსტის შეთანხმება პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის. ამიტომ ვენეციის კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ქვეყნებს, რომლებიც განიცდიან ან გაიარეს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები. ამ კონტექსტში, ევროკავშირის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოსნია და ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და მონტენეგროს, ასევე კოსოვოს კონსტიტუციური სამართლის შემუშავებასა და ინტერპრეტაციაში. ის ასევე მონაწილეობდა საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, და მოლდოვაში დნესტრისპირეთის სტატუსთან დაკავშირებული კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში.

არჩევნები, რეფერენდუმი და პოლიტიკური პარტიები

რედაქტირება

ტრანსნაციონალური კვლევები, მოხსენებები და სემინარები

რედაქტირება

ევროკავშირში ინტეგრაცია

რედაქტირება

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა სთხოვა კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინას[5] და მოლდოვას,[6] და აპლიკანტ ქვეყანას, საქართველოს,[7] გაეტარებინათ ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციის გასაგრძელებლად.

პოზიციები

რედაქტირება

მკრეხელობა

რედაქტირება

2009 წელს ვენეციის კომისიამ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება მისი მოსაზრების გამო, რომ „ღვთის გმობა არ უნდა იყოს უკანონო“.[8]

ანგარიში პოლონეთის შესახებ

რედაქტირება

2017 წლის დეკემბერში ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აკრიტიკებდა პოლონეთის მთავრობის მცდელობას, გაეტარებინა საკანონმდებლო რეფორმები პოლონეთის უზენაესი სასამართლოს გასაკონტროლებლად. მოხსენებამ აიძულა ევროკავშირი გამოეყენებინა მისი დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც ემუქრება პოლონეთს ევროკავშირის ინსტიტუტებში ხმის უფლების დაკარგვით.[9][10]

  1. Venice Commission - Durr 2010
  2. „Kosovo becomes 60th member of Venice Commission of Council of Europe“. Voice of Russia. 13 June 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2014. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  3. Members of the Venice Commission. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2015-12-10
  4. Venice Commission :: Council of Europe.
  5. Opinion on the EU membership application by Ukraine
  6. Opinion on the EU membership application by Moldova
  7. Opinion on the EU membership application by Georgia
  8. Council of Europe body says blasphemy should not be illegal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-01. ციტირების თარიღი: 2023-05-12.
  9. Proposal for a COUNCIL DECISION on the determination of a clear risk of a serious breach by the Republic of Poland of the rule of law; European Commission publication 20 December 2017
  10. Santora, Marc (July 4, 2018). „Poland's Supreme Court in Disarray After Judges Defy Purge“. New York Times. ციტირების თარიღი: 5 July 2018.