საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
2020 წლის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები — საქართველოს X მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 31 ოქტომბერს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ადგილების გადანაწილება |
წინმსწრები მოვლენები
რედაქტირება2019 წლის ივნისში თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამი და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარება სცადა, რომელიც ოპოზიციამ გააპროტესტა და პარლამენტის პრეზიდიუმი დაიკავა.
დეპუტატ გავრილოვის სასტუმრო „რედისონიდან“ აეროპორტის მიმართულებით გაყვანის შემდეგ აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. საპროტესტო აქცია 21 ივნისის გვიან ღამით და დილით გაგრძელდა. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.[1] აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ.[2]
საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა. 2019 წლის 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე დაანონსა „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.[3]
ბიძინა ივანიშვილის პირობის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღო. თავდაპირველად საქართველოს პარლამენტს ინიციატივის თაობაზე კენჭი 12 ნოემბერს უნდა ეყარათ, შემდეგ 13 ნოემბერს. 14 ნოემბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე, ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ, ხმა არ მისცა.[4] პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა[4]: ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.
ქართული ოცნების მიერ პირობის დარღვევის შემდეგ საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.[5]
რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ მოლაპარაკებებში დიპლომატიური კორპუსი ჩაერთო. დიპლომატების მედიატორობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაიწყო მოლაპარაკებები. მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა და გააგრძელა პროპორციული სისტემის მოთხოვნა.[5]
მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარისწორებად და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.[5]
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა „ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს“ და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.[5]
მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანფარდობას სთავაზობდა.[5]
8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.[6]
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.[7]
2020 წლის 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.[8]
ცვლილებების მიხედვით, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილება ასევე საარჩევნო ბარიერს ეხება, რომელიც 5%-დან 1%-მდე იწევს.[8]
მაჟორიტარული დაყოფა
რედაქტირება2020 წლის 24 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა მაჟორიტარების გადანაწილების სქემა. კანონპროექტის მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში იქნებოდა.[9]
სქემის მიხედვით, რომელიც „ფორმულამ“ მოიპოვა, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი, სადაც ჯამში 5 მუნიციპალიტეტია, ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნებოდა. 3 მაჟორიტარულ ოლქად დაიყოფოდა სამეგრელო. ფოთს, ხობსა და სენაკს ერთი დეპუტატი ეყოლებოდა; აბაშას, მარტვილს, ჩხოროწყუსა და წალენჯიხასაც — 1; მესამე ოლქი კი ზუგდიდი იქნებოდა. რეგიონებს შორის ყველაზე მეტ — 4 მაჟორიტარულ ოლქად — გაყოფილი იქნებოდა იმერეთი. ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ამომრჩეველი საერთო მაჟორიტარს აირჩევდა. ერთი ოლქი იქნებოდა ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული. ერთ ოლქად გაერთიანდებოდა ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერეც. ცალკე მაჟორიტარი ეყოლებოდა ქუთაისს.[9]
გურიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებოდაა, აჭარას — 3. ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაურის ნაწილი ერთი ოლქი იქნებოდა. ხელვაჩაურის მეორე ნაწილს ქობულეთთან ერთად ცალკე მაჟორიტარი ეყოლებოდა. მესამე საარჩევნო ოლქი იქნებოდა ბათუმი, რომელსაც აჭარაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავდა. შიდა ქართლი ორ საარჩევნო ოლქად დაიყოფდაა. ქვემო ქართლს 3 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებოდა. სამცხე-ჯავახეთი ორ ოლქად იყოფოდა. მცხეთა-მთიანეთში შემავალ ყაზბეგს, დუშეთს, მცხეთასა და თიანეთს 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებოდა. კახეთში 2 ოლქი იქმნებოდა. საგარეჯოს, გურჯაანს, სიღნაღსა და დედოფლისწყაროს ერთი დეპუტატი ეყოლებოდა. მეორეს კი ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი აირჩევდა.[9]
თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდა. თბილისის ოლქები გეგმის მიხედვით იყო: მთაწმინდა-კრწანისი, ვაკე, საბურთალო, ისანი, სამგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, ნაძალადევი და გლდანი.[9]
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მაჟორიტარული ოლქების ჩამონათვალი
რედაქტირებაარჩევნების თარიღი
რედაქტირება2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა და არჩევნების თარიღად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 31 ოქტომბერი ოფიციალურად დაამტკიცა.[11]
მონაწილე სუბიექტები
რედაქტირება2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 4 სექტემბერს დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკოს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.[12]
1 ოქტომბერი იყო პარტიული სიების წარდგენის ბოლო დღე. ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა — 2 ბლოკმა და 50 პოლიტიკურმა პარტიამ.[13]
გამოკითხვები
რედაქტირებათარიღი | ჩამტარებელი | დამკვეთი | ოცნ. | ენმ | ევსაქ | სა | ლელო | შმ | სლპ | პატრ. | ესდმ | მოქ. | გირჩი | სხვ./უარი | ლიდერი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ოქტ., 2020 | IPSOS | მთავარი არხი | 23% | 18% | 4% | 4% | 3% | 2% | 1% | 1% | 1% | 1% | 42% | 5% | |
ოქტ., 2020 | Public Opinion Strategies დაარქივებული 2021-01-24 საიტზე Wayback Machine. | იმედი | 56% | 19,9% | 4,3% | — | 3,9% | 2,2% | 4,6% | 1,6% | — | 3% | 4,5% | 36,1% | |
ოქტ., 2020 | Survation | რუსთავი 2 | 55% | 22% | 4% | — | 4% | 2% | 3% | — | — | 2% | 8% | 33% | |
ოქტ., 2020 | ევროპული საქართველო | 27,3% | 18,5% | 11,7% | 5,3% | 5,1% | 4,1% | 1,4% | 3% | 1,9% | 4,0% | 17,7% | 8,8% | ||
ოქტ., 2020 | IPSOS | მთავარი არხი | 26,2% | 17,8% | 5,1% | 5,3% | 2,7% | 2,1% | 1,2% | 0,7% | 0,5% | 2,7% | 35,7% | 8,4 | |
ოქტ., 2020 | Edison Research | ფორმულა | 36% | 17% | 5% | 4% | 2% | 3% | 3% | 1% | 1% | 2% | 26% | 19% | |
ოქტ., 2020 | IPSOS | მთავარი არხი | 24,5% | 17,4% | 6,9% | 3,4 | 3,6% | 1,9% | 1,7% | 1,0% | 1,0% | 1,8% | 36,8% | 7,1% | |
სექ., 2020 | IPSOS | მთავარი არხი | 25% | 15.5% | 5% | 2% | 3% | 3% | 2.5% | 1.5% | 2.5% | 33% | 9,5% | ||
სექ., 2020 | Edison Research | ფორმულა | 38% | 15% | 6% | 3% | 3% | 3% | 1% | 1% | 3% | 23% | 23% | ||
აგვ., 2020 | Edison Research | ფორმულა | 38% | 16% | 6% | 5% | 3% | 3% | 2% | 3% | 5% | 15% | 22% | ||
აგვ., 2020 | IRI | 33% | 16% | 5% | 4% | 3% | 3% | 1% | 2% | 2% | 29% | 17% | |||
ივლ., 2020 | Edison Research | ფორმულა | 39% | 16% | 5% | 3% | 1%[ა] | 3% | 3% | 1% | 0% | 2% | 27% | 23% | |
აგვ., 2020 | IRI | 33% | 16% | 5% | 2% | 3% | 3% | 1% | 2% | 2% | 33% | 17% | |||
ივლ., 2020 | Edison Research | ფორმულა | 39% | 16% | 5% | 3% | 1%[ა] | 3% | 3% | 1% | 0% | 2% | 27% | 23% | |
თებ., 2020 | Edison Research | ფორმულა | 37% | 22% | 8% | 7% | 3%[ა] | 6% | 6% | 2% | 3% | 2% | 4% | 15% | |
თებ., 2020 | IPSOS | მთავარი არხი | 34% | 24% | 10% | 8% | 6% | 5% | 2% | 3% | 3% | 5% | 10% | ||
იან., 2020 | Ipsos | მთავარი არხი | 22% | 17% | 9% | 6% | 4% | 4% | 2% | 2% | 2% | 32% | 5% | ||
დეკ., 2019 | NDI | 20% | 13% | 8% | 5% | 5% | 4% | 2% | 3% | 2% | 38% | 7% | |||
ოქტ., 2019 | IRI | 23% | 15% | 5% | 7% | 5% | 4% | 2% | 4% | 2% | 33% | 8% | |||
ოქტ., 2019 | Edison Research | ფორმულა | 26% | 18% | 7% | 4% | 2% | 4% | 4% | 2% | 3% | 3% | 27% | 8% | |
სექ., 2019 | IRI | 23% | 15% | 5% | 3% | 2% | 5% | 4% | 2% | 3% | 2% | 36% | 8% | ||
ივნ., 2019 | IRI | 26% | 22% | 7% | — | — | 5% | 5% | 2% | 2% | 1% | 30% | 4% | ||
მაისი, 2019 | Ipsos | მთავარი არხი | 29% | 22% | 10% | — | — | 5% | 5% | <3% | <3% | <3% | >20% | 7% | |
აპრ., 2019 | NDI | 17% | 14% | 3% | — | — | <3% | 3% | <3% | <3% | <3% | >51% | 3% | ||
დეკ., 2018 | NDI | 24% | 11% | 3% | — | — | <3% | 3% | <3% | <3% | <3% | >47% | 13% |
შენიშვნები
რედაქტირებაგამოკითხვები არჩევნების დღეს
რედაქტირებადრო | ჩამტარებელი | დამკვეთი | ოცნ. | ენმ | ევსაქ | სა | ლელო | სლპ | პატრ. | ესდმ | მოქ. | გირჩი | სხვ./უარი | ლიდერი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
20:00 | IPSOS | მთავარი არხი | 41% | 33% | 5% | 3% | 4% | 2% | 2% | 1% | 1% | 3% | 5% | 8% |
20:00 | Survation | რუსთავი 2 | 51,36% | 25,38% | 4,20% | 2,47% | 2,94% | 1,23% | 2,36% | — | 1,11% | 3,65% | 5,3% | 25,98% |
20:00 | Public Opinion Strategies დაარქივებული 2020-11-01 საიტზე Wayback Machine. | იმედი | 54% | 24% | 3% | 3% | 3% | 1% | 2% | 1% | 1% | 4% | 4% | 30% |
20:00 | Edison Research | ფორმულა | 46% | 28% | 5% | 2% | 3% | 1% | 2% | — | 1% | 3% | 9% | 18% |
18:00 | Public Opinion Strategies დაარქივებული 2020-11-07 საიტზე Wayback Machine. | იმედი | 55% | 23% | 3% | 3% | 3% | 1% | 3% | 1% | 1% | 3% | 4% | 32% |
17:30 | Survation | რუსთავი 2 | 52,26% | 25,33% | 4,2% | 2,37% | 2,61% | 1,22% | 2,29% | — | 1,02% | 3,52% | 5,18% | 26,93% |
17:00 | IPSOS | მთავარი არხი | 41% | 33% | 5% | 3% | 4% | 2% | 2% | 1% | 1% | 3% | 5% | 8% |
16:00 | Edison Research | ფორმულა | 46% | 28% | 5% | 2% | 3% | 1% | 2% | — | 1% | 3% | 9% | 18% |
საარჩევნო დღე
რედაქტირებასაქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.[14] სულ გიხსნა 3657 საარჩევნო უბანი.[15] საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გარკვეულ უბნებზე იმართებოდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნებიც, ხოლო აჭარაში — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. COVID-19-ის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებით, უბნებზე დაცული იყო სანიტარულ-ჰიგიენური წესები. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ 127 სპეციალურ უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურებოდა ამომრჩეველს (სულ 10 845 ამომრჩეველი[16]). არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქა 118 მედია ორგანიზაციის 5971 წარმომადგენელი.[17] უცხოეთის 38 ქვეყანაში გახსნილია 52 საარჩევნო უბანი. საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 ამომრჩეველი.[16]
20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა და უბნები დაიხურა. დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.[18] მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან წარმოქმნილი რიგების გამო ხმის მიცემის პროცესი შენელებული იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვის მომენტში ანუ 20:00 საათისთვის ჯერ კიდევ ხმის მიცემის რიგში იქნებიან, ხმის მიცემას 20 საათის შემდეგაც შეძლებდნენ.[19]
აქტივობა
რედაქტირება10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% (ანუ 292 587 ამომრჩეველი) შეადგინა,[25] 12:00 საათზე — 19,41% (681 583),[26] 15:00-ზე — 36,45 (1 279 947),[22] 17:00-ზე — 45,77% (1 607 530),[23] 20:00-ზე — 56,11% (1 970 540).[24]
ყველაზე მაღალი აქტივობა 12 საათისთვის დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში — რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში და 28,3% შეადგინა. ყველაზე დაბალი აჭარის რეგიონში — 17,9%.[21]
15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა და შეადგინა 49,5%, ხოლო ყველაზე დაბალი — ქვემო ქართლში (33,9%).[27]
17:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს (57,3%), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში — 41,9%.[23]
20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 56,11%.[24] ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა (რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი) — 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი — ქვემო ქართლში (51%).[28]
შედეგები
რედაქტირება№ | საარჩევნო სუბიექტი | მიღებული ხმები | მიღებული მანდატები | ||
---|---|---|---|---|---|
რაოდენობა | % | ||||
41 | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | 928 004 | 48,22 % | 60 | |
5 | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ | 523 127 | 27,18 % | 36 | |
2 | ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია — ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის | 72 986 | 3,79 % | 5 | |
56 | ლელო — მამუკა ხაზარაძე | 60 712 | 3,15 % | 4 | |
27 | გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი | 60 671 | 3,15 % | 4 | |
8 | დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი | 60 480 | 3,14 % | 4 | |
36 | გირჩი | 55 598 | 2,89 % | 4 | |
24 | ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები | 25 508 | 1,33 % | 2 | |
10 | შალვა ნათელაშვილი — ლეიბორისტული პარტია | 19 314 | 1,00 % | 1 | |
3 | ნინო ბურჯანაძე — ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა | 16 286 | 0,85 % | ||
4 | დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა — ქდმ | 9 896 | 0,51 % | ||
19 | ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი | 8 335 | 0,43 % | ||
44 | ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი — ქართული იდეა | 8 263 | 0,43 % | ||
21 | თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია) | 6 393 | 0,33 % | ||
25 | თავისუფალი დემოკრატები | 5 188 | 0,27 % | ||
45 | ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა | 4 850 | 0,25 % | ||
55 | ქართული მარში — ეროვნული მოძრაობა | 4 753 | 0,25 % | ||
46 | გია ჟორჟოლიანი — სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის | 4 413 | 0,23 % | ||
17 | ირაკლი ოქრუაშვილი — გამარჯვებული საქართველო | 3 750 | 0,19 % | ||
51 | საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა | 3 245 | 0,17 % | ||
47 | ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია | 3 124 | 0,16 % | ||
34 | სოციალური სამართლიანობისთვის | 2 885 | 0,15 % | ||
31 | თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა | 2 841 | 0,15 % | ||
7 | თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის | 2 728 | 0,14 % | ||
6 | მომავალი საქართველო | 2 206 | 0,11 % | ||
14 | ბეჟან გუნავა — ქართული არჩევანი | 2 165 | 0,11 % | ||
1 | თეთრები | 2 103 | 0,11 % | ||
13 | რეფორმერი | 2 063 | 0,11 % | ||
26 | ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის“ | 1 979 | 0,10 % | ||
28 | ქართული ფესვები | 1 914 | 0,10 % | ||
42 | „რეფორმატორები“ | 1 658 | 0,09 % | ||
43 | ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის) | 1 563 | 0,08 % | ||
60 | საქართველოს განვითარების პარტია | 1 549 | 0,08 % | ||
23 | „ახალი ძალა“ | 1 458 | 0,08 % | ||
9 | გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია | 1 305 | 0,07 % | ||
30 | შეცვალე საქართველო | 1 292 | 0,07 % | ||
20 | საქართველო | 1 189 | 0,06 % | ||
18 | მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს | 1 048 | 0,05 % | ||
32 | სახალხო პარტია | 1 005 | 0,05 % | ||
49 | ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი | 982 | 0,05 % | ||
50 | პროგრესული საქართველო | 980 | 0,05 % | ||
12 | მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის | 739 | 0,04 % | ||
11 | მშრომელთა სოციალისტური პარტია | 610 | 0,03 % | ||
57 | მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ | 583 | 0,03 % | ||
48 | არჩევანი სამშობლოსათვის | 536 | 0,03 % | ||
53 | ტრადიციონალისტები | 479 | 0,02 % | ||
16 | ახალი ქრისტიან-დემოკრატები | 460 | 0,02 % | ||
52 | სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი | 424 | 0,02 % | ||
33 | ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) | 421 | 0,02 % | ||
54 | ანა რეხვიაშვილი - სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები | 334 | 0,02 % | ||
მიღებული ბიულეტენები | |||||
ბათილი ბიულეტენები | |||||
აქტივობა | 1 970 540 | 56,11% | |||
ამომრჩეველი | 3 526 023 | 100,00% | |||
წყარო: შედეგები დაარქივებული 2021-01-04 საიტზე Wayback Machine. , აქტივობა დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine. , მანდატები დაარქივებული 2020-12-15 საიტზე Wayback Machine. |
ოლქი | I ადილი | II ადგილი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კანდიდატი | ხმები | % | კანდიდატი | ხმები | % | ||||
1 | მთაწმინდა-კრწანისი | ბექა ოდიშარია | 22 315 | 45,61% | შალვა შავგულიძე | 14 254 | 29,14% | ||
2 | ვაკე | ნოდარ ტურძელაძე | 25 333 | 42,21% | ელენე ხოშტარია | 21 320 | 35,52% | ||
3 | საბურთალო | დავით სერგეენკო | 32 066 | 43,81% | ალეკო ელისაშვილი | 14 181 | 19,38% | ||
4 | ისანი | კახა კახიშვილი | 26 154 | 48,14% | ხატია დეკანოიძე | 14 658 | 26,98% | ||
5 | სამგორი | სოზარ სუბარი | 32 199 | 45,82% | ლევან ხაბეიშვილი | 27 506 | 39,14% | ||
6 | დიდუბე-ჩუღურეთი | გიორგი ვოლსკი | 29 414 | 42,64% | ზურაბ ჯაფარიძე[ა] | 14 529 | 21,06% | ||
7 | ნაძალადევი | მიხეილ ყაველაშვილი | 28 584 | 43,72% | შალვა ნათელაშვილი | 16 339 | 24,99% | ||
8 | გლდანი | ნიკა მელია | 31 391 | 44,06% | ლევან კობიაშვილი | 30 261 | 42,47% | ||
9 | გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი | დავით სონღულაშვილი | 45 250 | 52,97% | ლევან ბეჟაშვილი | 23 980 | 28,07% | ||
10 | თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი | ირაკლი ქადაგიშვილი | 41 662 | 47,26% | გიორგი ბოტკოველი | 35 645 | 40,43% | ||
11 | მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი | შალვა კერესელიძე | 25 194 | 49,67% | ცეზარ ჩოჩელი | 17 134 | 33,78% | ||
12 | რუსთავი-გარდაბანი | ნინო ლაცაბიძე | 35 428 | 47,31% | დავით კირკიტაძე | 24 418 | 32,61% | ||
13 | მარნეული-გარდაბანი | ზაურ დარგალი | 31 078 | 51,43% | აზერ სულეიმანოვი | 23 502 | 38,89% | ||
14 | ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა | გოგი მეშველიანი | 33 177 | 55,44% | კახა ოქრიაშვილი | 23 666 | 39,55% | ||
15 | კასპი-გორი | გიორგი ხოჯევანიშვილი | 41 333 | 55,58% | ბადრი ბასიშვილი | 20 790 | 27,96% | ||
16 | ხაშური-ქარელი | ზაალ დუგლაძე | 28 925 | 49,32% | ნატო ჩხეიძე | 17 536 | 29,90% | ||
17 | ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა | ანტონ ობოლაშვილი | 33 149 | 61,85% | ვაჟა ჩიტაშვილი | 12 981 | 24,22% | ||
18 | ახალქალაქი-ნინოწმინდა | სამველ მანუკიანი | 19 031 | 61,48% | ენზელ მკოიანი | 6202 | 20,04% | ||
19 | ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტია | გოჩა ენუქიძე | 15 962 | 59,45% | დილარ ხაბულიანი | 4263 | 15,88% | ||
20 | საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული | პაატა კვიჟინაძე | 43 143 | 69,14% | გიორგი კაპანაძე | 9032 | 14,47% | ||
21 | ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი | ბეჟან წაქაძე | 38 290 | 49,77% | კახა გეწაძე | 20 764 | 26,99% | ||
22 | სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი | გივი ჭიჭინაძე | 42 080 | 51,40% | ნანუკა ჟორჟოლიანი | 25 806 | 31,52% | ||
23 | ქუთაისი | ზაზა ლომინაძე | 30 119 | 42,44% | გრიგოლ ვაშაძე | 24 639 | 34,72% | ||
24 | ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური | ვასილ ჩიგოგიძე | 35 287 | 55,75% | მანუჩარ კვირკველია | 13 867 | 21,91% | ||
25 | წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშა | ალექსანდრე მოწერელია | 31 973 | 53,51% | როლანდ ფიფია | 20 629 | 34,52% | ||
26 | ფოთი-ხობი-სენაკი | ირაკლი ხახუბია | 32 916 | 54,08% | მურთაზ ზოდელავა | 16 608 | 27,29% | ||
27 | ზუგდიდი | ირაკლი ჩიქოვანი | 26 085 | 48,24% | მალხაზ ჯალაღონია | 19 973 | 36,93% | ||
28 | ბათუმი | რესან კონცელიძე | 32 105 | 41,41% | ლევან ვარშალომიძე | 28 934 | 37,32% | ||
29 | ქობულეთი-ხელვაჩაური | ზაალ მიქელაძე | 22 369 | 52,52% | ბონდო თედორაძე | 14 536 | 34,73% | ||
30 | ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო | ანზორ ბოლქვაძე | 27 752 | 46,60% | მიშა ბოლქვაძე | 19 442 | 32,65% | ||
წყარო: ცესკო დაარქივებული 2021-01-04 საიტზე Wayback Machine. |
- ↑ ცესკოს თავდაპირველი ინფორმაციით მეორე ადგილზე გავიდა ანა დოლიძე, თუმცა მოგვიანებით საბოლოო შედეგებში ჩასწორება შევიდა.[29]
პარალელური დათვლა
რედაქტირებაარჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნები გამოაქვყენა ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები. სამართლიანმა არჩევნებმა მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96,1%-სგან.[30]
პარტია | გამოთვლილი პროცენტი | ცდომილების ხარისხი | მინიმალური შედეგი | მაქსიმალური შედეგი | ||
---|---|---|---|---|---|---|
№41 | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | 45,8% | 0,7% | 45,1% | 46,5% | |
№5 | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ | 26,4% | 0,6% | 25,8% | 27,0% | |
№2 | ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო | 3,7% | 0,2% | 3,5% | 3,9% | |
№8 | დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი | 3,1% | 0,1% | 3,0% | 3,2% | |
№56 | ლელო-მამუკა ხაზარაძე | 3,1% | 0,2% | 2,9% | 3,3% | |
№25 | გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი | 3,0% | 0,1% | 2,9% | 3,1% | |
№36 | გირჩი | 2,8% | 0,2% | 2,6% | 3,0% | |
№24 | ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები | 1,3% | 0,1% | 1,2% | 1,4% | |
№10 | შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია | 1,0% | 0,1% | 0,9% | 1,1% | |
№3 | ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო | 0,9% | 0,1% | 0,8% | 1,0% |
შეფასება
რედაქტირებასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა.[31]
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადების თანახმად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა გამოიკვეთა, დაფიქსირდა წილისყრის წესის დარღვევაც. ოთხ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შეეზღუდათ საარჩევნო უბანზე შესვლა.[32]
რეაქცია
რედაქტირებაარჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები დაანონსეს. პარლამენტის წინ მისული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმური იყო.[33] 2 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ. შეკრების მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა იყო.[34]
ამავე დღეს ახლადარჩეული პარლამენტის ბოიკოტის შესახებ განაცხადა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ: ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა და პატრიოტთა ალიანსმა.[35] ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ მეორე ტურებში, რომლებიც 21 ნოემბერს, 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.[36]
მეორე ტური
რედაქტირებაცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 ნოემბრის სხდომის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა; ასევე, ქუთაისში გაიმართა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.[37]
პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია — ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 — საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 — „შალვა ნათელაშვილი —საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 — „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“, №36 — „გირჩი“, №41 — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[37]
მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურა 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.[37]
არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობდნენ და მოითხოვდნენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.[38]
21 ნოემბერს, ღამით ცესკო-მ განცხადება გაავრცელა, მასში ნათქვამი იყო, რომ საიტზე ოქმების ატვირთვისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი.[39] მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ზოგიერთ კანდიდატს 100%-ზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. სოზარ სუბარს მიღებული ჰქონდა 164,46%, ირაკლი ჩიქოვანს 118,08%, ნინო ლაცაბიძეს 104,22%, შალვა კერესელიძეს 101,53%, ზაალ დუგლაძეს 104,86%, ხოლო ანზორ ბოლქვაძეს 105,15%.[40]
აქტივობა
რედაქტირებასაარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება 20 საათამდე ჰქონდა.[38] დილით ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხადაში საარჩევნო უბანი უამინდობის გამო ერთი საათით გვიან გაიხსნა; შატილსა და გუდაურში კი რამდენიმე უბანი უამინდობის გამო ვერ გაიხსნა.[46]
10:00 საათზე ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდებოდა იმერეთის რეგიონში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში (ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათი) და ის 4,7%-ს შეადგენდა, ყველაზე დაბალი აქტივობა კი საბურთალოზე: 2,5%.[41] 12:00 საათზე — ამავე ოლქებში 11,4% და 6,2% შესაბამისად.[42] 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა იყო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში (21%), ყველაზე დაბალი — ნაძალადევში (12,6%).[43] 17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე აქტიური ოლქი იყო ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულო, ხოლო ყველაზე პასიური — კვლავ ნაძალადევი (16%).[47] 20:00 საათისთვისაც ამ ოლქებში ფიქსირდებოდა ექსტრემუმები — 39,29% და 20,04% შესაბამისად.[45]
შედეგები
რედაქტირებამაჟორიტარული საარჩევნო ოლქი | მეორე ტურში გასული კანდიდატები | ხმები | % | |
---|---|---|---|---|
№1 — მთაწმინდა, კრწანისი | №2 — შალვა შავგულიძე | 1727 | 8,43% | |
№41 — ბექა ოდიშარია | 18769 | 91,57% | ||
№2 — ვაკე | №2 — ელენე ხოშტარია | 1378 | 6,28% | |
№41 — ნოდარ ტურძელაძე | 20549 | 93,72% | ||
№3 — საბურთალო | №24 — ალექსანდრე ელისაშვილი | 2770 | 10,08% | |
№41 — დავით სერგეენკო | 24697 | 89,92% | ||
№4 — ისანი | №5 — ხატია დეკანოიძე | 1879 | 7,85% | |
№41 — კახა კახიშვილი | 22055 | 92,15% | ||
№5 — სამგორი | №5 — ლევან ხაბეიშვილი | 3573 | 11,32% | |
№41 — სოზარ სუბარი | 27993 | 88,68% | ||
№6 — დიდუბე, ჩუღურეთი | №36 — ზურაბ გირჩი ჯაფარიძე | 3188 | 10,05% | |
№41 — გიორგი ვოლსკი | 28522 | 89,95% | ||
№7 — ნაძალადევი | №10 — შალვა ნათელაშვილი | 2223 | 8,6% | |
№41 — მიხეილ ყაველაშვილი | 23629 | 91,4% | ||
№8 — გლდანი | №5 — ნიკანორი მელია | 3032 | 10,64% | |
№41 — ლევან კობიაშვილი | 25474 | 89,36% | ||
№10 — თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი | №5 — გიორგი ბოტკოველი | 5608 | 11,17% | |
№41 — ირაკლი ქადაგიშვილი | 44616 | 88,83% | ||
№11 — მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი | №5 — ცეზარი ჩოჩელი | 2076 | 7,47% | |
№41 — შალვა კერესელიძე | 25728 | 92,53% | ||
№12 — რუსთავი, გარდაბანი | №5 — დავით კირკიტაძე | 4012 | 10,21% | |
№41 — ნინო ლაცაბიძე | 35297 | 89,79% | ||
№16 — ხაშური, ქარელი | №5 — ნატო ჩხეიძე | 2763 | 8,28% | |
№41 — ზაალ დუგლაძე | 30602 | 91,72% | ||
№21 — ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი | №5 — კახა გეწაძე | 3488 | 8,06% | |
№41 — ბეჟან წაქაძე | 39810 | 91,94% | ||
№23 — ქუთაისი | №5 — გრიგოლ ვაშაძე | 2626 | 8,08% | |
№41 — ზაზა ლომინაძე | 29866 | 91,92% | ||
№27 — ზუგდიდი | №5 — მალხაზ ჯალაღონია | 2064 | 6,12% | |
№41 — ირაკლი ჩიქოვანი | 31678 | 93,88% | ||
№28 — ბათუმი | №5 — ლევან ვარშალომიძე | 4172 | 12,19% | |
№41 — რესან კონცელიძე | 30057 | 87,81% | ||
№30 — ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო | №5 — მიშა ბოლქვაძე | 4293 | 11,81% | |
№41 — ანზორ ბოლქვაძე | 32062 | 88,19% | ||
წყარო: ცესკო დაარქივებული 2021-01-04 საიტზე Wayback Machine. |
საბოლოო შედეგები
რედაქტირებასაქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამაცხადა და წარადგინა საქართველოს X მოწვევის პარლამენტში შემსვლელი დეპუტატების სია.[48]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. „საერთაშორიოს გამჭვირვალობა“ (21 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2019.
- ↑ „პოლონეთისა და უკრაინის საგარეო უწყებები ანტისაოკუპაციო ბრძოლაში აქციას მხარს უჭერენ“. On.ge. 22 ივნისი, 2019. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს“. www.interpressnews.ge. 24 ივნისი, 2019. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 „ოცნების 35 დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე ინიციირებულ თავისივე კანონს ხმა არ მისცა“. On.ge. 13 ნოემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 „შეთანხმება შედგა — 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება“. On.ge. 8 მარტი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარი საქართველოში — ფორმულა“. On.ge. 23 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ კუპრეიშვილი, თაზო (15 მაისი, 2020). „პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 8.0 8.1 „პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა — არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება“. On.ge. 29 ივნისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 „როგორ დაყვეს საქართველო 30 მაჟორიტარულ ოლქად — ფორმულას ექსკლუზივი“. formulanews.ge. 23 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნუმერაცია და მასში შემავალი რაიონები/მუნიციპალიტეტები. ცესკო. cesko.ge (5 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა. netgazeti.ge (31 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა“. cesko.ge. ცესკო. 4 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. ცესკო. cesko.ge (2020-10-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-06. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ხმის მიცემა დაიწყო — რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა. report.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-06. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო. netgazeti.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 16.0 16.1 საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. „რადიო თავისუფლება“. radiotavisupleba.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. ცესკო. cesko.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. interpressnews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩეველი ხმას 20 საათის შემდეგაც მისცემს. batumelebi.netgazeti.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ აქტივობის სტატისტიკა. ცესკო. cesko.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 21.0 21.1 ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით. ცესკო. cesko.ge (2020-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 22.0 22.1 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 36,45%-ია, 2016 წელს 34,79%. tabula.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 23.0 23.1 23.2 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77%-ია — ცესკო. on.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 24.0 24.1 24.2 აქტივობა 20:00 საათზე: 2020 — 56,11%; 2016 — 51,63%; 2012 — 60,8%. formulanews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ცესკო ადასტურებს, რომ რამდენი საარჩვენო უბანზე ხმის მიცემის პროცესში ხარვეზები დაფიქსირდა. netgazeti.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19,41% იყო — ცესკო. on.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 36.45% შეადგინა. interpressnews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2020.
- ↑ 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56,11%-ია — ცესკო. on.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2020.
- ↑ კოდალაშვილი, ნინი (1 ნოემბერი, 2020). „მეორე ტურში ჯაფარიძე გადავიდა – ცესკომ მონაცემები შეცვალა“. newsreport.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 30.0 30.1 ხმების პარალელური დათვლის შედეგები: ქართული ოცნება – 45,8%; ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია – 26,4%, droa.ge
- ↑ „საია ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს“. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ უცნობი პირები საარჩევნო უბნებზე და ამომრჩევლების აღრიცხვა — ISFED-მა დარღვევები გამოავლინა. formulanews.ge (2020-10-31). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2020.
- ↑ „პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან“. kvira.ge. 1 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება“. pia.ge (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის“. Tabula. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „16 მაჟორიტარული ოლქი, სადაც მეორე ტური გაიმართება - რომელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 37.0 37.1 37.2 პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ცესკო. cesko.ge (2020-11-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-19. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020.
- ↑ 38.0 38.1 „დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური“. „რადიო თავისუფლება“. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით“. cesko.ge. ცესკო. 22 ნოემბერი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „სუბარი – 164%, ჩიქოვანი – 118%, ბოლქვაძე – 105%, დუგლაძე – 104% – რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ ცესკოს საიტზე“. droa.ge. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 41.0 41.1 „ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 3,51%-ია“. civil.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ 42.0 42.1 „ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 8,29%-ია – ცესკო“. netgazeti.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ 43.0 43.1 „ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 16,47 პროცენტი შეადგინა“. tv4.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 20,74 %-ია – ცესკო“. netgazeti.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ 45.0 45.1 „20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 26,29%-ია — ცესკო“. on.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „შატილსა და გუდაურში რამდენიმე უბანი უამინდობის გამო ვერ გაიხსნა — ცესკო“. on.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 20,74% შეადგინა“. ghn.ge. 2020-11-21. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2020.