ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერი

ნინო ლაცაბიძე (დ. 14 ივნისი, 1985) — ქართველი პოლიტიკოსი.

ნინო ლაცაბიძე
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1985 (1985-06-14) (39 წლის)
დაბადების ადგილი რუსთავი[1]
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მამა პავლე ლაცაბიძე
მეუღლე/ები დიახ
შვილ(ებ)ი 4

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1985 წლის 14 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სადაც მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი. მოგვიანებით მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო საქმის მაგისტრის ხარისხი. 2014 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და ბიზნეს-ინჟინერინგის დოქტორანტი. ლაცაბიძე არის მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2008-2013 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის კონსულტანტი, მთავარი სპეციალისტი. 2015-2016 წლებში მუშაობდა მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსად. იყო მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2016-2017 წლებში იყო ამავე სამსახურის უფროსი. 2017 წელს ისნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად (იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი). იყო თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2021 წლის 1 დეკემბერს, ნინო ლაცაბიძეს, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 30 ნოემბრის მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე გადაინაცვლა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016952/
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  3. „პარლამენტმა რუსთავის ახლადარჩეულ მერს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა“. Civil.ge. 2 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)