შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი)
შინდისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 760 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი. შინდისში დგას წმ. გიორგის ეკლესია (1751). სოფლის მახლობლად შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე.
სოფელი | |
---|---|
შინდისი | |
შინდისის ციხე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | შინდისი |
კოორდინატები | 42°07′38″ ჩ. გ. 44°00′41″ ა. გ. / 42.12722° ჩ. გ. 44.01139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2667[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,6 % ოსები 0,8 % სომხები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის გლეხებმა, რომლებსაც სისტემატურად ატყუებდნენ სოფლის მამასახლისი, მომრიგებელი და შუამავალი, 1905 წლის 13 მარტს დაარბიეს კანცელარიის შენობა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელში მოხდა ბრძოლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს შორის.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2667 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 3024 | 1493 | 1531 |
2014[1] | 2667 | 1342 | 1325 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 5.
- ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 117.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II