გიორგი ბოტკოველი
გიორგი ბოტკოველი (დ. 2 ივნისი, 1979, თბილისი)[1] — ქართველი პოლიტიკოსი.
გიორგი ბოტკოველი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 ივნისი, 1979 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მამა | გაბო ბოტკოველი |
დედა | ციცინო ბოტკოველი |
მეუღლე/ები | ხათუნა გალდავა |
შვილ(ებ)ი | გაბრიელი, კახა, თამარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1979 წლის 2 ივნისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით.
2004-2006 წლებში იყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსაკრებლების სამსახურის უფროსი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციაის კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ბიუროების სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი. 2007 წელს იყო საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“-ს საგარეჯოს ბანაკის დირექტორი. 2008 წელს იყო კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი. 2012-2013 წლებში იყო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, პირველი მოადგილე. 2013-2014 წლებში – თბილისის ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი.
2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატად.[2] მან ხმების 40,43 % (35 645) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საიტზე დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი ბოტკოველი. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2013-05-28). ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.