საგარეჯო

ქალაქი საქართველოში

საგარეჯო — ქალაქი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ქალაქში დგას XVIII საუკუნის ძეგლი საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია.

ქალაქი
საგარეჯო
GEO-KK-SJ.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°44′00″ ჩ. გ. 45°20′00″ ა. გ. / 41.73333° ჩ. გ. 45.33333° ა. გ. / 41.73333; 45.33333
ამჟამინდელი სტატუსი 1962
ცენტრის სიმაღლე 772 მეტრი
მოსახლეობა 10,871 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სომხები 0,4 %
რუსები 0,3 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 351
საფოსტო ინდექსი 3800[2]
ოფიციალური საიტი http://www.sagarejo.gov.ge
საგარეჯო — საქართველო
საგარეჯო
საგარეჯო — კახეთის მხარე
საგარეჯო

გეოგრაფიარედაქტირება

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მ, თბილისიდან 58 კმ რკინიგზით, 48 კმ საავტომობილო გზით.

არის ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავა. იცის ცხელი ზაფხული და ნალექების ორი მინიმუმი წელიწადში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11°C წელიწადში; იანვრისა -0,1°C, ივლისის — 22°C. აბსოლუტური მინიმუმი -24°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38°C. ნალექები 860 მმ წელიწადში.

ისტორიარედაქტირება

სახელწოდება საგარეჯო მომდინარეობს დავითგარეჯას მონასტრის მამულის — საგარეჯოს — ზოგადი სახელიდან.

XX საუკუნის დასაწყისში საგარეჯოში ცხოვრობდა 80-900 კომლი, უმრავლესობა ქართველები და 70 კომლი სომხები. იყო რეგულარული მიმოსვლა დილიჟანსით თბილისსა და საგარეჯოს შორის. სოფლის ქუჩებს ჰქონდა უსწორმასწორო ხასიათი და გაფანტული განაშენიანება. მოქმედებდა ბაზარი, სასოფლო სამკურნალო, ორკლასიანი სასწავლებელი და კერძო სამრევლო სასწავლებელი. მოსახლეობა მისდევდა მემინდვრეობასა და მევენახეობას.

1929 წელს გახდა გარეკახეთის რაიონის ცენტრი, რომელსაც 1933 წელს ეწოდა საგარეჯოს რაიონი. ქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა რკინიგზის სადგური, მევენახეობის და მეცხოველეობის მეურნეობები, მეფრინველეობის ფაბრიკა, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, საშენ მასალათა, ავტო- და საბურავების შემკეთებელი ქარხნები

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 871 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1901 4 500 -- --
1989[3]   14 439 -- --
2002[3]   12 566 -- --
2014[4]   10 871 5154 5717

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. 3.0 3.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
  4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.