სართიჭალა
სართიჭალა[2][3] — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: სართიჭალა, მუღანლო).[1] მდებარეობს ივრის ზეგანზე, მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 680 მ სიმაღლეზე. ქალაქ გარდაბნიდან დაშორებულია 45 კილომეტრით. ივრის რკინიგზის სადგურიდან 5 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6009 ადამიანი. საქართველოს სოფლებს შორის სართიჭალა მოსახლეობის რაოდენობით ერთ-ერთი უდიდესია. არის ნავთობის საბადო. სოფელში არის საჯარო სკოლა, ნავთობის საბადო, ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.
სოფელი | |
---|---|
სართიჭალა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
თემი | სართიჭალა |
კოორდინატები | 41°42′50″ ჩ. გ. 45°10′22″ ა. გ. / 41.71389° ჩ. გ. 45.17278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
მოსახლეობა | 6009[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,9 % აზერბაიჯანელები 1 % რუსები 0,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებასართიჭალა აღნიშნულია ვახუშტისა და იოანე ბაგრატიონის შრომებში, ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტში, ფარსადან გორგიჯანიძის შრომაში, კახეთის ხალხის აღწერის დავთრებში და სხვაგან. ჩანს, XIX საუკუნეში სართიჭალის სახელით გახდა ცნობილი. სართიჭალა არასწორი ფორმაა და თავდაპირველი სახელი სათისჭალა ყოფილა. სათი იგივე გიშერია (შავი ქარვა). სათისჭალა ნიშნავს შავ ჭალას[4] ცხადია აქ ძველი პერიოდიდან ცნობილი იქნებოდა ნავთობის საბადოები, რომლის მიხედვითაც უნდა შერქმეოდა აღნიშნული სახელი.
გერმანული კოლონიები
რედაქტირება1817-1818 წლებში გერმანელმა კოლონისტებმა სართიჭალის ტერიტორიაზე დააარსეს დასახლებები მარიენფელდი და პეტერსდორფი. სულ პეტერსდორფსა და მარიენფელდში 1836 წლისთვის 187 გერმანელი ცხოვრობდა.
მარინფელდი პირველად გვხვდება 1825 წლის სტატისტიკურ აღწერასა და 1826 წლის რუკაზე. საბჭოთა წლებში ამ დასახლებას როზენფელდი უწოდეს და, უკვე, 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში ამ სახელით არის აღნიშნული. 40-იანი წლებიდან სახელი გაუქმდა და ამ უბანზეც გავრცელდა სახელწოდება სართიჭალა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 105.
- კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, გვ.94, თბ., 2010
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 150.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 90.
- ↑ ჭუმბურიძე ზ., „რა გქვია შენ?“, თბ., 1982, გვ. 535