აბაშის მუნიციპალიტეტი
აბაშის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით — სამტრედიის და ხონის, სამხრეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით — სენაკის მუნიციპალიტეტები. ფართობი — 322.5 კმ². 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 22 341 კაცს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. აბაშა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
აბაშის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | აბაშა | ||||
კოორდინატები | 42°12′15″ ჩ. გ. 42°12′10″ ა. გ. / 42.20417° ჩ. გ. 42.20278° ა. გ. | ||||
მერი | გიგა გაბელაია | ||||
ფართობი | 322.5 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 19 600[1] კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 69.3 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99.63 % რუსები 0.23 % უკრაინელები 0.03 % ოსები 0.02 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,11 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (412) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0200–0299 | ||||
ოფიციალური საიტი | https://abasha.gov.ge/ | ||||
| |||||
ისტორია
რედაქტირებაახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შუა საუკუნეებში შედიოდა ჯერ მოხირისში, შემდეგ სამოქალაქოში. XV საუკუნის 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, ის ნაწილი კი, რომელიც მდინარეების ნოღელისა და რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, საჭილაოს ეკუთვნოდა. საჭილაოს ცენტრი იყო სოფელი ტყვირი. XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრეთით - გურიის მთებამდე, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე გუბისწყალამდე. ჭილაძეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრის ტიტულის მოპოვებას ცდილობდნენ. 1613 წლიდან საჭილაოს სადავო სოფლები (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სამეგრელოს სამთავროში შევიდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ჭილაძეები დასუსტდნენ, ხოლო საჭილაო ჭყონდიდის ეპარქიაში შევიდა. ამ დროიდან ტერიტორიას საჭილაოს ნაცვლად საჭყონდიდლო ეწოდა და ეს სახელწოდება შენარჩუნდა 1803 წლამდე. 1858 წლიდან, რუსეთის მიერ სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ეს ტერიტორია სენაკის მაზრაში შევიდა სუჯუნის საბოქაულოს სახით. 1930 წელს შეიქმნა აბაშის რაიონი, 1963-1966 წლებში შედიოდა გეგეჭკორის რაიონში.
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „აბაშის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 222448643) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 24 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 25 თებერვალი[5].
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით — სამტრედიის და ხონის, სამხრეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით — სენაკის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობია 322,5 კმ², აქედან 207,74 კმ² სასოფლო — სამეურნეო დანიშნულებისაა, ტყეებს უჭირავს 16,31 კმ².
რელიეფი
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია. აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით). დახრილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი სოფელ სეფიეთის მიდამოებშია. აქ ტალღისებრი მცირე ამაღლებანია. მდინარეების ცხენისწყლისა და ნოღელას კალაპოტში არის მარალი ხარისხის საშენი ქვიშა და ხრეში, სოფელ ძიგურისა და ნაესაკაოს მიდამოებში — სააგურე თიხა.
ჰავა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 14 °C. იანვრის ტემპერატურა 4.9 °C, ივლისისა 22.9 °C. აბსოლუტური მინიმუმი — 19 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 39 °C. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები რომელთა სიჩქარე ზოგჯერ 30 – 33 მეტრ/წამს აღწევს, მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
შიგა წყლები
რედაქტირებაჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 42,4 კმ-ზე მდორეთ მოედინება მდინარე რიონი, აჩენს მეანდრებსა და და ე. წ. ნარიონალებს. აბაშისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მოედინება რიონის მარჯვენა შენაკადი ცხენისწყალი. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — მდინარე აბაშა, რომელიც ერთვის ტეხურს. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. ცხენისწყალს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი — დიდი ნოღელა. მდინარეთა საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის“ ჭაობია, რომელიც გურია-სამეგრელოს შორის რაიონისპირა ჭაობის გაგრძელებაა, გაყვანილია წყალსაწრეტი არხები.
ნიადაგები
რედაქტირებაძირითადად გავრცელებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგი. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — სუბტროპიკული ეწერი, სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, ჭაობიანი ნიადაგია. ძირითადი ლანდშაფტებია: 1. ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით; 2. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.
მცენარეული საფარი
რედაქტირებამცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა. ტყე და ბუჩქნარი ცოტაა. ხის სახეობებიდან ძირითადად გვხვდება: მურყანი, შემაღლებულ ადგილებში — ჭალის მუხა და წიფელი, გავრცელებულია თელაც. უხვადაა ლეშამბო. ტყეში არის თხილი, თუთა, პანტა, მაჟალო და სხვა.
ცხოველთა სამყარო
რედაქტირებაცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, გვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, იშვიათად — წავი. ბევრია ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია. ჭაობიან ადგილებში აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავლადაა მწყერი, ყვავი, ჩხიკვი, გუგული. გველხოკერა, ზოლებიანი ხვლიკი, ანკარა, გომბეშო, ტყის ბაყაყი. მდინარეებში არის ქაშაპი, კოლხური ტობი, კოლხური ციმორი. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად მუნიციპალიტეტის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებააბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. აბაშის მუნიციპალიტეტში 16 ტერიტორიული ერთეულია, ესენია:
- ადმინისტრაციული ერთეული აბაშა — ქალაქი აბაშა;
- ადმინისტრაციული ერთეული გეზათი — გეზათი, გულუხეთი;
- ადმინისტრაციული ერთეული ზანათი — გამოღმა ზანათი, გაღმა ზანათი;
- ადმინისტრაციული ერთეული კეთილარი — გაღმა კოდორი, გულეიკარი, კეთილარი;
- ადმინისტრაციული ერთეული მარანი — მარანი, მარანჭალა;
- ადმინისტრაციული ერთეული ნაესაკოვო — გამოღმა კოდორი, ნაესაკოვო;
- ადმინისტრაციული ერთეული ნორიო — აბაშისპირი, მაცხოვრისკარი, ნორიო, საბოკუჩავო, საგვაზავო, ძიგური;
- ადმინისტრაციული ერთეული ონტოფო — ონტოფო;
- ადმინისტრაციული ერთეული პირველი მაისი — გაუწყინარი, თხმელარი, პირველი მაისი, ქვიშანჭალა;
- ადმინისტრაციული ერთეული სამიქაო — მაიდანი, სამიქაო;
- ადმინისტრაციული ერთეული სეფიეთი — სეფიეთი;
- ადმინისტრაციული ერთეული სუჯუნა — ეწერი, სუჯუნა, წალიკარი;
- ადმინისტრაციული ერთეული ტყვირი — ტყვირი, ცილორი;
- ადმინისტრაციული ერთეული ქოლობანი — ბულვანი, გუგუნაყათი, ქოლობანი;
- ადმინისტრაციული ერთეული ძველი აბაშა — ძველი აბაშა;
- ადმინისტრაციული ერთეული წყემი — წყემი.
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 21 | 18 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 6 | 8 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აპც - გირჩი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბორისტული პარტია | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფალი საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელმწიფო ხალხისთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 32 | 30 |
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან (99,63 %), მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები და სხვა. განსახლების ზონა ზღვის დონიდან 50 მ-მდეა. მოსახლეობის რიცხოვნობა — 22 341 კაცი (2014 წ); სიმჭიდროვე — 69,3 კაცი კმ²-ზე. მუნიციპალიტეტში 36 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 35 სოფელი (2014 წ.).
რაიონი/მუნიციპალიტეტი[8] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აბაშის | 30 286 | 30 416 | 29 246 | 28 219 | 28 600 | 28 707 | 22 341 | 21 700 | 21 200 | 20 800 |
რელიგია
რედაქტირებამუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია–მონასტრები:
- სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი — სოფ. სუჯუნა
- ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია — სოფ. მარანი
- წმ. გიორგის სახელობის ტაძარი — პირველი მაისი
- ტყვირის ეკლესია
- გულეიკარის წმინდა გიორგის ეკლესია
- წმ. გიორგის სახელობის ეკლესია — სოფ. გეზათი
- წმ. გიორგის სახელობის ეკლესია — სოფ. სამიქაო
- ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია — სოფ. მაიდანი
- მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — ქ. აბაშა, კვათანის უბანი
- სეფიეთის ტაძარი
- მაცხოვრისკარის ეკლესია — სოფ. განათლებისკარი
ეკონომიკა
რედაქტირებაწამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
კულტურა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში არის:
- სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა — 32
- კერძო ზოგადსაგანმანათებლო სკოლა — 1
- ბიბლიოთეკა — 19
- თეატრი — 1
- მუზეუმი — 1
აბაშის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი:
- დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია)
- კონსტანტინე გამსახურდია
- ვარლამ თოფურია
- მამანტი კანდელაკი
- იასონ გაბილაია
- ნესტორ გაბილაია
- კონსტანტინე კაპანელი
- ალექსანდრე აბაშელი (ჩოჩია)
- თამარ კუცია-ღვალაძე
- პავლე კანდელაკი
- ნიკოლოზ (ჯვებე) იოსელიანი
- ბებე ჯაიანი
- ჯაჯუ ჯორჯიკია
- ზვიად გამსახურდია
- სიმონ ჩიქოვანი
ცნობილი მედიკოსები:
ქართული კულტურის მეცენატები:
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებაისტორიული ძეგლები:
- სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
- ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
- სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
- კადარის ეკლესია
- გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
მუზეუმები
- მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
აბაშის რაიონის რუკა, 1975 წ.
-
აბაშის რაიონის რუკა, 1997 წ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 17-18.
- პერტენავა ლ., ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 17-18.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
- ↑ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — აბაშის მუნიციპალიტეტი
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 80-81. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 98-100. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ Georgia division